ასწავლეთ შვილებს “არა”.
არ მოგესმათ, ა ს წ ა ვ ლ ე თ !
ხშირად მომისმენია ახალგაზრდა დედებისგან :
– ჩემს შვილს არაფერს ვუკრძალავ.
(აუკრძალეთ !)
– თუ ვერ ვუხსნი – რატომ არ შეიძლება, არ უნდა დაუშალოთ.
(რა სისულელეა, რამდენ ისეთ რამეს ვერ ვხსნით, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ არ შეიძლება).
– მე თავისუფლად ვზრდი ჩემს შვილს.
(მეც…. მაგრამ ანარქიაში ნუ გადაუვა).
გულზე შემოიყარეთ, როცა თქვენი შვილი თოჯინას თვალს ამოთხრის და ხელ – ფეხს მოატეხავს.
არა, არ დასაჯოთ (უფრო სწორად, გააჩნია, რა ასაკშია), მაგრამ ასწავლეთ, რომ – არა, არა, არა, ასე არ შეიძლება.
“აინტერესებს შიგნით რა არის” – ამ მოტივით ნუ გაგეცინებათ ამაზე.
სანამ პატარები არიან, უკონტროლეთ სოციალური ქსელები, სამეგობრო წრე, მიმოწერა – ამ უკანასკნელში ჩანს ყველაზე კარგად მათი ხასიათი.
უთხარით “არა”, ხშირად უთხარით და არავითარ შემთხვევაში არ გადათქვათ მერე ეგ თქვენი “არა”.
მაგალითისათვის: პარკში გამყავს ხოლმე ილიანა და ვაკვირდები ფრანგ დედებს (აქ ვცხოვრობ და აქაური მაგალითი მომყავს). გაგიკვირდებათ და შვილებს მკაცრად ზრდიან ამ “გარყვნილ” ევროპაში და რაიმე უმნიშვნელო მიდრეკილებას თუ შეატყობენ, ფსიქოლოგთან მიარბენინებენ.
– მე ვთქვი, არა! – ხშირად გაიგონებთ ამ წინა
დადებას ფრანგი დედებისგან.
ყველაფერზე თვალის დახუჭვა, ყველაფრის დაშვება, ყველაფერი შესაძლებელია – ბავშვს მოძალადედ აყალიბებს და აყალიბებს.
“არა” , “არ შეიძლება”, “გიკრძალავ” რომ არ იციან, ეგ ბავშვები სჩადიან მერე მკვლელობებს, წიხლავენ თანატოლებს და სასტიკად უსწორდებიან ადამიანებს…
დინა მირცხულავა
წყარო