დანიშნული ქალი ყოფილმა შეყვარებულმა გაიტაცა – რა მოხდა გორში

გორში ახალგაზრდა ქალი გაიტაცეს.

შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა.

23 წლის ქალის ინფორმაციით, ბესიკ წ-ს მასზე დაქორწინება სურდა, რის გამოც მან თანამზრახველებთან ერთად ის საკუთარი ეზოდან გაიტაცა და თბილისის მიმართულებით წაიყვანა.

მისივე თქმით, გამტაცებლები მას გზაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მის შეყვარებულს კი ურეკავდნენ და ქალზე სექსუალური ძალადობის შესახებ უყვებოდნენ. ამასთან, ქორწინებაზე უარის შემთხვევაში, გამტაცებლები ქალს ოჯახის წევრების ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.

“ჩემი ნიშნობის მეორე დღეს საკუთარი სახლის ეზოს მიმიდებარე ტერიტორიიდან ორმა პიროვნებამ, ბესიკ წკრიალაშვილმა და სოსო მარანელმა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩემი თავისუფლება აღკვეთეს, გამიტაცეს, მოტივი იყო, რომ მისი მეუღლე გავმხდარიყავი, ჩემზე ახორციელებდა როგორც ფიზიკურ, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას, აბსოლუტურად არაადეკვატური იყო. დაზიანებები მქონდა ხელის არეში, ფეხის არეში, სახეზე გამარტყა ორჯერ. ამ ორმა ადამიანმა, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი”, – ამბობს დაზარალებული.

ქალის ადვოკატის თქმით, შსს მომხდარს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით იძიებს, თუმცა საქმეში არაერთი დანაშაული იკვეთება და უფლებადამცველი მუხლის დამძიმებას არ გამორიცხავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები