ძალიან გულუბრყვილო და პროგნოზების ვერგამომცნობ ხალხად უნდა შევრაცხოთ ისინი, ვისაც ეგონა, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან დაშორების შემდეგ რუს-თათარი მოდელი, ირინა შეიკი ბულვარული მედიისათვის ნაკლებად საინტერესო გახდებოდა.
როგორც იცით, ოსკარის დაჯილდოვების დროს ირინა შეიკი ისეთ თამამ კაბაში იყო გამოწკეპილი, მისმა ფოტოებმა მთელი მსოფლიო მოიარა. დღემდე კამათობენ იმაზე, როგორ მოახერხა ამ ქალმა ასეთი უცნაური ფორმის კაბის ტანზე მორგება. და საერთოდ, ამ კაბას კაბობა ნაკლებად ეტყობა.
ორი დღის წინ კი შეიკმა კიდევ ერთხელ დააინტრიგა საზოგადოება და განაცხადა, რომ ხანდახან სიამოვნებით მარიხუანასაც უსინჯავს გემოს და მისი აზრით, ეს მცენარე სულაც არ არის იმ დოზის ნარკოტიკის შემცველი, რომ ადამიანს რამე დამართოს.
წყარო;http://worldsport.ge/