მომღერალმა სოფო ბედიამ ახალი კლიპი ჩაწერა, რომელიც მან ისრაელს მიუძღვნა:
„კლიპის გადაღებები უკვე დასრულდა და მონტაჟის პროცესშია. ვიდეორგოლი ჩემმა მეგობარმა, ბესო კვარაცხელიამ გადაიღო.
სიმღერა სახელწოდებით „ოქროს იერუსალიმი“ 3 წლის წინ ჩავწერე ქართველ ებრაელთა დღის აღსანიშნავად, ბატონი მოშე ბოთერაშვილის თხოვნით. ის, ფაქტობრივად, ჩემი მეორე მამაა და მასპინძელი, როდესაც ისრაელში ჩავდივარ… და იქ ძალიან ხშირად ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი ემიგრანტები და მათგანაც სულ დიდ სიყვარულს ვგრძნობ.
ახალი კლიპით სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს ისრაელსა და ემიგრანტებს და მშვიდობას ვუსურვებ! მინდა, ამ ცნობილი ებრაული სიმღერით ჩვენს ძმებს თანადგომა გამოვუცხადო“.- ამბობს მომღერალი.