“400 ათასი გარდაცვლილი: ვინ არის დამნაშავე?” – კოპაკაბანას სანაპიროზე მიცვალებულთა ტომრები მიიტანეს (ვიდეო)

რიო-დე-ჟანეიროში, კოპაკაბანას სანაპიროზე, Rio de Paz– ის აქტივისტებმა სიმბოლური აქცია გამართეს. მათ მიცვალებულთათვის განკუთვნილი 400 ათასი პლასტიკური ტომარა მიიტანეს და სანაპირო ზოლში, ქვიშაზე დააწყვეს. სიმბოლური აქციით, ორგანიზატორებმა COVID-19- ის შედეგად დაღუპულ ბრაზილიელთა ხსოვნას მიაგეს პატივი, აღსანიშნავია, რომ ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 400 000-ს გადააჭარბა.
“400 ათასი გარდაცვლილი: ვინ არის დამნაშავე?”- ეს დღევანდელი აქციის მთავარი გზავნილი იყო.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანტონიო კარლოს კოსტამ განაცხადა, რომ მძიმე შედეგების გამო, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები არ დააწესა.

კომენტარები

სხვა სიახლეები