დაუჯერებელი ამბავი – ოჩამჩირეში 13 წლის გოგონა ცოცხლად დამარხეს, “მიცვალებული” საფლავის ქურდებმა იპოვეს

ხალ­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, გარ­დაც­ვლი­ლი გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ უნდა და­იკ­რძა­ლოს: იქ­ნებ, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მობ­რუნ­დე­სო? – ფიქ­რობ­დნენ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არ­ცთუ ისე უსა­ფუძ­ვლოდ. საქ­მე ისაა, რომ ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ყვე­ლა სა­სი­ცო­ცხლო პრო­ცე­სი ჩერ­დე­ბა – ანუ ამ დროს ეს პრო­ცე­სე­ბი იმ­დე­ნად შე­ნე­ლე­ბუ­ლია, რომ ამის და­ფიქ­სი­რე­ბა, მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვის შე­დე­გად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა ესეც ყო­ველ­თვის როდი ამარ­თლებს. მე­დი­ცი­ნა შორს წა­ვი­და, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის მა­ინც იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი, შე­უც­ნო­ბე­ლი სამ­ყა­როა.

შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის დიდი პო­ე­ტი პეტ­რარ­კა თურ­მე 20 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იწვა უსუ­ლოდ, და­საფ­ლა­ვე­ბამ­დე 4 სა­ა­თით ადრე კი, სა­რეც­ლი­დან წა­მოდ­გა და მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი გა­მო­ლან­ძღა. ამის შემ­დეგ მან კი­დევ 40 წელი იცო­ცხლა და თა­ვი­სი სა­უ­კე­თე­სო სო­ნე­ტე­ბი შექ­მნა.

ბო­ლომ­დე აუხ­სნე­ლი დარ­ჩა რუსი მწერ­ლის ნი­კო­ლაი გო­გო­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი სიკ­ვდი­ლი. ზო­გი­ერ­თი მო­ნა­ცე­მის მი­ხედ­ვით, რო­დე­საც მისი კუბო გახ­სნეს, მწე­რა­ლი გვერ­დზე გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ნა­ხეს. გა­მო­დის, რომ ის ცო­ცხლად და­უ­საფ­ლა­ვე­ბი­ათ (რა­ტომ­ღაც, ყო­ველ­თვის ეში­ნო­და ამის)…

…1972 წელს ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ონ­ში სო­ფელ ტა­მიშ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი, 13 წლის გო­გო­ნა. ბავ­შვი დაკ­რძა­ლეს, მალე აღ­მოჩ­ნდა, რომ ის სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა “მიც­ვა­ლე­ბუ­ლი”, ბედ­ნი­ე­რი შემ­თხვე­ვის წყა­ლო­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და. სოფ­ლის მკვიდრთ დღე­საც კარ­გად ახ­სოვთ ეს შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი..  დაუჯერებელი ამბავი ჟურნალ “გზაში” 2004 წელს გამოქვეყნდა.

მას შემ­დეგ, 30 წელ­ზე მეტი გა­ვი­და, ის გო­გო­ნა ნა­ი­რა ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი დღეს უკვე ბე­ბი­აა და ცხოვ­რე­ბას გა­ნაგ­რძობს.

– ეს ამ­ბა­ვი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მს ჰგავს. ღმერ­თმა დიდი გან­საც­დე­ლი მო­მივ­ლი­ნა, ამა­ვე დროს, მო­მა­ნი­ჭა იმ­დე­ნი ძა­ლაც, რომ ჭკუ­ი­დან არ გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვცდი­ლობ­დი და­მე­ვი­წყე­ბი­ნა ის ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი დღე. სა­ში­ნე­ლი კომ­პლექ­სი მტან­ჯავ­და, ავად­მყო­ფურ აკ­ვი­ა­ტე­ბად მექ­ცა: მე­გო­ნა, ყვე­ლა ჩემ­ზე ლა­პა­რა­კობ­და – უც­ნო­ბე­ბიც კი. მინ­დო­და, გა­დავ­ხვე­წი­ლი­ყა­ვი შორს – ცხრა მთას იქით, სა­დაც არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და ამის შე­სა­ხებ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აჩ­რდი­ლი­ვით დამ­ყვე­ბო­და ბნე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი.

ბო­ლოს მივ­ხვდი, რომ მეხ­სი­ე­რე­ბი­დან ვე­რა­ფერს ამოვშლი­დი: როცა ამას ცდი­ლობ, უფრო ირ­თუ­ლებ მდგო­მა­რე­ო­ბას, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, სი­მარ­თლის­თვის თვა­ლი გა­მეს­წო­რე­ბი­ნა და ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის ახლა მა­ინც მო­მე­თხრო ის, რა­საც წლე­ბის მან­ძილ­ზე ვმა­ლავ­დი – იქ­ნებ, ამით სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დე და­ვიბ­რუ­ნო.

– ნა­ი­რა, რა იყო შენი “გარ­დაც­ვა­ლე­ბის” მი­ზე­ზი?

– ჩემ თა­ნაკ­ლა­სელ­სა და უახ­ლო­ეს მე­გო­ბარს მა­ნა­ნა კუკ­რე­იშ­ვილს “წი­თე­ლა” ბა­ტო­ნე­ბი და­ე­მარ­თა. ავად­მყო­ფო­ბა გა­ურ­თულ­და და ლო­გინ­ში იწვა. თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­ჩუ­ქა­რი გვე­ყი­და და მოგ­ვე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა. იმ პე­რი­ო­ში დედა ჩემ­ზე გა­ჯავ­რე­ბუ­ლი იყო და ფუ­ლის მო­ცე­მა­ზე უარი მი­თხრა. გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი ტყე­ში გა­ვი­ქე­ცი და კარ­გა ხანს, უაზ­როდ და­ვე­ხე­ტე­ბო­დი. სა­შინ­ლად გან­ვიც­დი­დი, ამ­ხა­ნა­გებს რომ გა­მო­ვაკ­ლდი, კარ­გა ხანს რომ ვი­ა­რე, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე გაშ­ლილ “ბა­ტო­ნებ­ზე” გა­და­ლოც­ვილ სუფ­რას მი­ვა­დე­ქი.

– რას წარ­მო­ად­გენს “ბა­ტო­ნებ­ზე” გა­და­ლოც­ვი­ლი სუფ­რა?

– როცა ადა­მი­ანს “ბა­ტო­ნე­ბი” ეს­ტუმ­რა, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­პყრო­ბა სჭირ­დე­ბა: სულ უნდა ეფე­რო, უკი­თხო სპე­ცი­ა­ლუ­რი ლოც­ვე­ბი, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ყვე­ლა­ფე­რი შე­უს­რუ­ლო და რაც მთა­ვა­რია, არ უნდა გა­ა­ნერ­ვი­უ­ლო. ასეთ დროს წი­თელ­ბაფ­თე­ბი­ან მა­მალს (“ბა­ტო­ნებს” წი­თე­ლი ფერი უყ­ვარს) უშ­ვე­ბენ ტყე­ში. ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე გამლვე­ლე­ბის­თვის ტკბი­ლე­უ­ლის სუფ­რას შლი­ან (საკ­ლა­ვი არ შე­იძ­ლე­ბა). ნუგ­ბარს, ძი­რი­თა­დად, ბავ­შვე­ბი და მა­წან­წა­ლე­ბი მი­ირ­თმე­ვენ.

სუფ­რა რომ და­ვი­ნა­ხე, გა­ვი­ფიქ­რე – ხილს წა­ვუ­ღებ და მე­გო­ბარს მო­ვი­ნა­ხუ­ლებ-მეთ­ქი. მა­ნა­ნას სახ­ლთან რომ მი­ვე­დი, უკვე გვი­ა­ნი იყო, მშობ­ლებ­მა შინ არ შე­მიშ­ვეს – ავად­მყოფ­მა და­ი­ძი­ნა და ვერ გა­ვაღ­ვი­ძებ­თო. ამა­სო­ბა­ში მა­ნა­ნა­საც გა­მო­ეღ­ვი­ძა და ტი­რი­ლი ატე­ხა: ნა­ი­რა შე­მო­ვი­დე­სო, მაგ­რამ ვერც მის­მა ხვეწ­ნა-მუ­და­რამ გას­ჭრა. დე­და­მის­მა კარი ცხვირ­წინ მო­მი­ხუ­რა.

უკან რომ მოვ­დი­ო­დი, ყურ­ში კარ­გა ხანს ჩა­მეს­მო­და მე­გობ­რის ქვი­თი­ნი. იმ ღა­მეს სახ­ლში არ მი­ვე­დი… ისევ ტყე­ში დავ­ბრუნ­დი და გა­თე­ნე­ბამ­დე იქ დავ­რჩი. უც­ნა­უ­რი რამ მე­მარ­თე­ბო­და: ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, სიმ­წრის ოფლი მას­ხამ­და, მაგ­რამ თვითგვე­მა თა­ვი­სე­ბურ სი­ა­მოვ­ნე­ბას მგვრი­და. ცუდი წი­ნათ­გრძნო­ბა და­მე­უფ­ლა და დიდი უბე­დუ­რე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას ვგრძნობ­დი.

– მშობ­ლე­ბი ალ­ბათ გე­ძებ­დნენ…

– მთე­ლი ღამე თვა­ლი არ მო­უ­ხუ­ჭავთ, გამ­თე­ნი­ი­სას რომ დავ­ბრუნ­დი, დედა წკეპ­ლით გა­მო­მიდ­გა. ვუ­თხა­რი: ამ დი­ლას მა­ნა­ნას თუ არ ვნა­ხავ, მოკ­ვდე­ბა-მეთ­ქი. ამ სი­ტყვებ­მა დედა უფრო გა­ა­ცო­ფა და გა­მე­ტე­ბით მცე­მა. ბო­ლოს, ტი­რი­ლი­სა­გან და­ო­სე­ბუ­ლი, ეზო­ში გა­მო­ვე­დი, ბა­ლა­ხებ­ში ჩავ­ჯე­ქი… და­ნარ­ჩე­ნი მხო­ლოდ გად­მო­ცე­მით ვიცი…

პირ­ველ­მა მე­ზობ­ლის ქალ­მა ნანა ოჩი­გა­ვამ და­მი­ნა­ხა და დე­და­ჩემს უთხრა – შენი შვი­ლი ბა­ლა­ხებ­ში წევს და არ გა­ცივ­დე­სო. დე­დას კი უყ­ვი­რია – ისემც უქ­ნია, იქვე მომ­კვდა­რაო! – მაგ­რამ ორ წუთ­ში მა­ინც მო­მა­კი­თხა. უგო­ნოდ, მი­წა­ზე გაშხლარ­თუ­ლი რომ და­მი­ნა­ხა, წი­ო­კი ატე­ხა. მე­ზობ­ლე­ბი შე­ი­ყარ­ნენ, სოფ­ლის ხან­დაზ­მულ ექიმს დომე ბარ­თა­ი­ას და­უ­ძა­ხეს, რო­მელ­მაც ჩემი გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­ა­დას­ტუ­რა, მან­ვე ჩემს სხე­ულ­ზე გა­მო­ნა­ყა­რი და­ა­ფიქ­სი­რა და გა­ირ­კვა, რომ “წი­თე­ლა” გა­და­მი­ტა­ნია.

ხალ­ხი სამ­ძი­მარ­ზე მო­დი­ო­და. რო­გორც გა­სა­თხო­ვარს, თურ­მე სა­პა­ტარ­ძლო კაბა ჩა­მაც­ვეს. დე­დას გული მის­დი­ო­და, მამა კი სა­ში­ნე­ლი ხმით ღრი­ა­ლებ­და. დე­და­ჩე­მი თავს დამ­ნა­შა­ვედ თვლი­და და უფრო ამ­ძი­მებ­და მის მდგო­მა­რე­ო­ბას. მან გა­და­წყვი­ტა, რაც კი ფული და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა გაგ­ვაჩ­ნდა, სულ ჩემ­თვის ჩა­ე­ყო­ლე­ბი­ნა. ეს ამ­ბა­ვი, რა თქმა უნდა, უმალ გავ­რცელ­და. კუ­ბო­ში ჩემი სა­თა­მა­შო­ე­ბი და წიგ­ნე­ბიც ჩა­ა­წყვეს. თურ­მე მე­ზობ­ლე­ბი ლა­პა­რა­კობ­დნენ – რად უნდა ამ­დე­ნი რამე, სა­ცო­და­ვი ბავ­შვი იქ მა­ინც და­ას­ვე­ნო­ნო…

სა­ღა­მოს 7 სა­ა­თის­თვის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლებ­ში ასე­თი წე­სია: ჯერ სუფ­რას­თან სხდე­ბი­ან და მერე კრძა­ლა­ვენ მიც­ვა­ლე­ბულს…

– გონს რო­დის მოხ­ვე­დი?

– ზუს­ტად რა დრო იყო, ვერ გე­ტყვით. სა­საფ­ლა­ო­ზე უკვე აღა­რა­ვინ იყო – მარ­თლაც, სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე სუ­ფევ­და, უკუ­ნე­თი სიბ­ნე­ლე კი გა­უ­საძ­ლისს ხდი­და ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას – სწო­რედ ასე­თი წარ­მო­მედ­გი­ნა სა­მა­რე. გო­ნე­ბა თით­ქოს და­ბინ­დუ­ლი მქონ­და და მოვ­ლე­ნე­ბის რე­ა­ლუ­რად აღ­ქმის უნა­რი დამ­კარ­გვო­და – ალ­ბათ, ამან გა­და­მარ­ჩი­ნა იმას, რომ ჭკუ­ი­დან არ შე­ვი­შა­ლე. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც უფ­ლის ნება იყო…

მე­გო­ნა, ღამე იყო და სა­კუ­თარ სა­წოლ­ში ვი­წე­ქი, სუნ­თქვა უფრო და უფრო მიძ­ნელ­დე­ბო­და, ვი­გუ­დე­ბო­დი… წა­მოდ­გო­მაც ვცა­დე, მაგ­რამ თავი სა­ხუ­რავს ავარ­ტყი. შო­რი­დან უც­ნა­უ­რი ხმა მო­მეს­მა, ის თან­და­თან ძლი­ერ­დე­ბო­და. ცოტა ხან­ში კი, ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი და ვი­კივ­ლე. ამ დროს სა­ი­დან­ღაც ჰა­ე­რის ნა­კა­დი შე­მო­ვი­და და ცოტა შვე­ბა მო­მე­ცა.

…რო­გორც უკვე გი­თხა­რით, კუ­ბო­ში ოქრო და ფული ჩა­მა­ყო­ლეს. ხომ იცით ხალ­ხის ამ­ბა­ვი: ყვე­ლაფ­რის გაზ­ვი­ა­დე­ბა და გა­ბუ­ქე­ბა უყ­ვართ. ჭო­რა­ობ­დნენ, მიც­ვა­ლე­ბულს აუ­რა­ცხე­ლი სიმ­დიდ­რე ჩა­ა­ყო­ლე­სო, თურ­მე სა­ოც­რად მდიდ­რე­ბი ყო­ფი­ლან და რა ოს­ტა­ტუ­რად ინიღ­ბე­ბოდ­ნე­ნო…

მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი ქურდბა­ცა­ცა ბი­ჭე­ბი ცხოვ­რობ­დნენ და მათ ჩემი საფ­ლა­ვის გა­ძარ­ცვა გა­და­წყვი­ტეს. რო­გორც კი მო­სა­ღა­მოვ­და, ნიჩ­ბე­ბი­თა და ბა­რე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ და საქ­მეს შე­უდ­გნენ. მი­ზან­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს იყ­ვნენ, როცა ერთ-ერ­თის ნი­ჩა­ბი კუ­ბოს თავ­სა­ხურს მოხ­ვდა და გაბ­ზა­რა. ნაპ­რა­ლი ისე­თი ზო­მის იყო, რომ ჰა­ე­რის მცი­რე ნა­კა­დი თა­ვი­სუფ­ლად შე­მო­დი­ო­და.

ნიჩ­ბის ბას­რი პირი კი მკლავ­ზე მომ­ხვდა. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა და­ე­მარ­თე­ბო­დათ მძარ­ცვე­ლებს, კუ­ბო­დან გან­წი­რუ­ლი კი­ვი­ლი რომ მო­ეს­მათ?! ში­შის­გან თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლებ­მა ყვე­ლა­ფე­რი იქვე მი­ა­ტო­ვეს და უკან­მო­უ­ხე­და­ვად გა­იქ­ცნენ.

– მათი ვი­ნა­ო­ბა თუ გა­ირ­კვა?

– რა თქმა უნდა. ერთ-ერთს, მე­რაბს იმ ღა­მეს ინ­ფარ­ქტმა და­არ­ტყა. მათ მი­მართ მხო­ლოდ მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა მაქვს, ისი­ნი რომ არა, რა და­მე­მარ­თე­ბო­და, ამის წარ­მოდ­გე­ნაც კი მზა­რავს… მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ყვე­ლა­ნი გა­ვი­ცა­ნით და მათ­თან ახ­ლაც ვმე­გობ­რობ. ისი­ნი დღე­საც ვერ მის­წო­რე­ბენ თვალს. მას შემ­დეგ ბი­ჭე­ბი პა­ტი­ო­სან გზას და­ად­გნენ, ერთი მათ­გა­ნი დღეს ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვა­რია.

– ქურ­დე­ბი რომ გა­იქ­ცნენ, მერე რა მოხ­და?

– დი­ლით სა­საფ­ლა­ოს და­რაჯ­მა ამო­თხრი­ლი მიწა და დაყ­რი­ლი ნიჩ­ბე­ბი რომ და­ი­ნა­ხა, იფიქ­რა, სა­საფ­ლაო გა­უ­ძარ­ცვავ­თო და ჩემს ოჯახს შე­ა­ტყო­ბი­ნა. და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე მთე­ლი სო­ფე­ლი შე­იკ­რი­ბა. ხალ­ხი მათ სა­ჯა­როდ დას­ჯას მო­ი­თხოვ­და… მე­საფ­ლა­ვემ კუბო რომ გახ­სნა, მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­ჭა­ღა­რავ­და…

სას­წა­უ­ლის მომსწრე მთე­ლი სო­ფე­ლი გახ­და: “სა­სახ­ლი­დან” რომ ამო­მიყ­ვა­ნეს, ფე­ხებს ძლივს ვდგამ­დი, მე­გო­ნა, სა­ში­ნე­ლი კოშ­მა­რი მე­სიზ­მრე­ბო­და და გა­მოღ­ვი­ძე­ბას ვნატ­რობ­დი… იმ დღი­დან მე­ტყვე­ლე­ბის უნა­რი დავ­კარ­გე და 6 წელი “ენა არ მქონ­და”, რო­გორც მა­ტყობთ, გა­მარ­თუ­ლად ახ­ლაც ვერ ვლა­პა­რა­კობ… ჩვენს ოჯახ­ში მწუ­ხა­რე­ბის სუფ­რა ბედ­ნი­ე­რე­ბის სუფ­რამ შეც­ვა­ლა: მთე­ლი სო­ფე­ლი ჩემს “გა­ცო­ცხლე­ბას” ზე­ი­მობ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ექიმ ბარ­თა­ი­ას, რამ­დე­ნი­მე დღე­ში გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

– მომ­ხდა­რის შემ­დეგ ნაც­ნო­ბე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თუ შე­იც­ვა­ლა შენ მი­მართ?

– უმე­ტე­სო­ბა ფიქ­რობ­და, რომ “იმ ქვეყ­ნი­დან” მოვ­ბრუნ­დი. ისი­ნი ვერ იგებ­დნენ (ან არ სურ­დათ გა­ე­გოთ), რომ მე ექი­მის შეც­დო­მის მსხვერ­პლი გავ­ხდი. ღმერ­თმა ყვე­ლა და­ი­ფა­როს, მაგ­რამ არც ერთი ადა­მი­ა­ნი არ არის და­ზღვე­უ­ლი მსგავ­სი შემ­თხვე­ვის­გან. იმ დღი­დან ყვე­ლა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა ჩემ მი­მართ. რო­გორც მოჩ­ვე­ნე­ბას, ისე მი­ყუ­რებ­დნენ, ჩემ­თან შეხ­ვედ­რას გა­ურ­ბოდ­ნენ. არა­ვინ მე­კა­რე­ბო­და და თავს მარ­ტო­სუ­ლად ვგრძნობ­დი.

მხო­ლოდ უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი დარ­ჩნენ ჩემ გვერ­დით, თუმ­ცა, ისი­ნიც შე­იც­ვალ­ნენ თა­ვი­სე­ბუ­რად: აღარ მიყ­ვი­როდ­ნენ, ზედ­მე­ტად მიფრ­თხილ­დე­ბოდ­ნენ. მე კი ეს მა­ღი­ზი­ა­ნებ­და, მერ­ჩივ­ნა ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლე­ბუ­რად ყო­ფი­ლი­ყო. რად­გან ბავ­შვებს ჩემი ეში­ნო­დათ, სკო­ლა­ში სი­ა­რულს თავი და­ვა­ნე­ბე. შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლებ და დიდ მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი ჩემს ყო­ფილ პე­და­გო­გებს – ლუბა ჭან­ტუ­რი­ას და სან­დრო შურ­ღა­ი­ას, რომ­ლე­ბიც სახ­ლში მი­ტა­რებ­დნენ გაკ­ვე­თი­ლებს. 9 კლა­სი მათი წყა­ლო­ბით და­ვამ­თავ­რე.

– სას­წა­უ­ლის შემ­დეგ, თუ მოხ­და რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა, ფსი­ქი­კა­ზე თუ და­ტო­ვა კვა­ლი?

– “გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე” ძა­ლი­ან მში­შა­რა ვი­ყა­ვი, კა­ტი­საც მე­ში­ნო­და. იმ დღის შემ­დეგ კი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­ვიც­ვა­ლე – აღა­რაფ­რის მე­ში­ნო­და, თით­ქოს ერთ დღე­ში დავ­ბერ­დი: მხი­ა­რუ­ლი, ცელ­ქი ბავ­შვის­გან, სევ­დი­ან, გულ­ჩა­თხრო­ბილ “ქა­ლად” ვი­ქე­ცი. სა­ო­ცა­რი ინ­ტუ­ი­ცი­ის გრძნო­ბა გა­მიჩ­ნდა, ბედ­ნი­ე­რე­ბა­სა და უბე­დუ­რე­ბას წი­ნას­წარ ვგრძნობ­დი.

ხში­რად, გა­მო­ცხა­დე­ბაც მაქვს; სა­მე­დი­ცი­ნო ენით, ალ­ბათ ამას ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ებს უწო­დე­ბენ – რაც გინ­დათ და­არ­ქვით, მთა­ვა­რი ის არის, რომ ამის წყა­ლო­ბით თა­ვიც გან­ვი­კურ­ნე და სხვებ­საც ვმკურ­ნა­ლობ. უხი­ლა­ვი ხმა წამ­ლე­ბის კე­თე­ბას მას­წავ­ლის, ზოგ­ჯერ ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც ვხე­დავ “მას­წავ­ლე­ბელს”…

იმ ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი დღი­დან 6 წლის შემ­დეგ სა­ღა­მო­ხანს, მინ­დორ­ში მივ­დი­ო­დი და გზად თეთრ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი 3 მა­მა­კა­ცი შე­მომ­ხვდა. ესა და ეს ბა­ლა­ხი მოკ­რი­ფეო – მას­წავ­ლიდ­ნენ. შინ რომ მიხ­ვალ, მის­გან ნა­ყე­ნი და­ა­ყე­ნე და ერთი თვის მან­ძილ­ზე სვიო. მი­თი­თე­ბე­ბი ზედ­მი­წევ­ნით შე­ვას­რუ­ლე… რო­გორც პა­ტა­რა ბავ­შვი იწყებს ლა­პა­რაკს, მეც ასე­ვე ერთი თვის მან­ძილ­ზე ბგე­რა-ბგე­რის წარ­მოთ­ქმით ამო­ვიდ­გი ენა…

– ნა­ი­რა, ცო­ცხლად და­მარ­ხვის სხვა შემ­თხვე­ვებ­ზეც თუ გსმე­ნია რამე?

– მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე, რამ­დე­ნი გახ­სნი­ლი თუ გა­უხ­სნე­ლი შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბო­და, ვინ მოთ­ვლის?… მინ­და მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვებ­ზე ვი­სა­უბ­რო, რომ­ლე­ბიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე და­ფიქ­სირ­და. ერთი ხა­ნო­ბა ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ამ თე­მით და დიდი ინ­ტე­რე­სით ვკი­თხუ­ლობ­დი შე­სა­ბა­მის ლი­ტე­რა­ტუ­რას.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, საბ­ჭო­თა კაშ­ვირ­ში ბევ­რი რამ აკ­რძა­ლუ­ლი იყო, ასეთ სა­კი­თხებ­ზე არ წერ­დნენ, არც ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა იყო მა­შინ. ამი­ტო­მაც ამ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო. ძი­რი­თა­დად, უცხო­ურ გა­მო­ცე­მებს ვეყ­რდნო­ბო­დი (მი­თარ­გმნიდ­ნენ ხოლ­მე), ქვას გავ­ხეთ­ქავ­დი და მა­ინც მო­ვი­პო­ვებ­დი ხოლ­მე ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლას.

მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­მო­მე­ჩი­ნა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც იგი­ვე გა­და­ი­ტა­ნეს, მო­მე­ძებ­ნა და მათ­თან კონ­ტაქ­ტი და­მემ­ყა­რე­ბი­ნა. დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად, მი­ზანს მი­ვაღ­წიე და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 3 ასე­თი ადა­მი­ა­ნი ვი­პო­ვე, გა­ვი­ცა­ნი და და­ვუ­მე­გობ­რდი კი­დეც. სა­მი­ვე შემ­თხვე­ვა 20-30 წლის წინ მოხ­და.

– შემ­დგო­მი ცხოვ­რე­ბა რო­გორ წა­რი­მარ­თა? ოჯახ­ზეც მოგ­ვი­ყე­ვი.

– 19 წლის ვი­ყა­ვი როცა 45 წლის ვა­ნელ­მა კაც­მა (გვა­რად ჩა­ხუ­ნაშ­ვილ­მა) მო­მი­ტა­ცა. ჩემ შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი იცო­და, მაგ­რამ ამის გამო უკან არ და­უ­ხე­ვია. ეს არას­დროს დამ­ვი­წყე­ბია და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მისი მად­ლი­ე­რი ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან თბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, სამ­წუ­ხა­როდ, 3 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა.

მყავს 4 შვი­ლი – ორი ქალი და ორი ვაჟი. გო­გო­ნე­ბი გა­თხოვ­დნენ და 4 შვი­ლიშ­ვი­ლი მა­ჩუ­ქეს. ოჯახს დიდი ძალა აქვს, მან გა­და­მა­ტა­ნი­ნა სუ­ლი­ე­რი კრი­ზი­სი და დეპ­რე­სი­ის­გან მიხ­სნა. სხვა­თა შო­რის, ოთხი­ვე შვი­ლი სა­კუ­თარ სახ­ლში, ყო­ველ­გვა­რი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე (მხო­ლოდ მე­უღ­ლე მეხ­მა­რე­ბო­და) გა­ვა­ჩი­ნე. რამ­დენ­ჯე­რაც სამ­შო­ბი­ა­რო­ში წა­მიყ­ვა­ნეს, იმ­დენ­ჯერ გა­მო­ვი­პა­რე: მას შემ­დეგ, რაც ექი­მის შეც­დო­მის გამო, ცო­ცხა­ლი მი­მა­ბა­რეს მი­წას, ექი­მე­ბის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბა გა­მიჩ­ნდა, მათ­თან საქ­მის და­ჭე­რას ვე­რი­დე­ბი.

არც ჩემი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ყო­ფი­ლან ექიმ­თან, თუ რამე გა­უ­ჭირ­დე­ბათ, სა­კუ­თა­რი რე­ცეპ­ტე­ბით ვმკურ­ნა­ლობ. წამ­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას სა­ი­დუმ­ლოდ არ ვი­ნა­ხავ, ავად­მყოფს რომ ეს და­ვუ­მა­ლო, უფა­ლი არ მა­პა­ტი­ებს!

სხვა­თა შო­რის, ადა­მი­ა­ნებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად უან­გა­როდ, არა მხო­ლოდ წამ­ლე­ბით, არა­მედ რჩე­ვე­ბი­თაც ვეხ­მა­რე­ბი. მა­გა­ლი­თად, ფეხ­მძი­მე ქა­ლებს ვურ­ჩევ­დი (სა­კუ­თარ თავ­ზე მაქვს გა­მოც­დი­ლი), ბავ­შვი რომ ჯან­მრთე­ლი და­ი­ბა­დოს, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სატ­კი­ვა­რი არ ჰქონ­დეს, პირ­ვე­ლად რომ მუ­ცელ­ში ნა­ყო­ფი გა­ინ­ძრე­ვა, თუ დღეა მზეს შე­ხე­დონ, თუ ღა­მეა – მთვა­რეს…

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები