არნოლდ შვარცნეგერის 21 წლის შვილს სურს ექსტრავაგანტულ მომღერალ მაილი საირუსზე დაქორწინდეს. მაილისა და პატრიკის მეგობრებმა განაცხადეს, რომ მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ და უკვე მზად არიან იმისათვის, რათა ოჯახი შექმნან. ვრცელდება ჭორები იმის შესახებაც, რომ პატრიკის დედა წინააღმდეგია მათი ურთიერთობის, მაგრამ გოგონა ყველანაირად ცდილობს თავი მოაწონოს მომავალ დედამთილს. წყვილი ერთმანეთს 2014 წლის შემოდგომიდან ხვდება, როგორც ირკვევა მაილიმ იპოვა, ის ერთადერთი, რომელთანაც ცხოვრების ბოლომდე სურს ცხოვრება. არავისთვის დაფარული თემა არაა ის, რომ პატრიკის ოჯახის წევრებს გოგონა არ ესიმპატიურება და წინააღმდეგებიც კი არიან მათი ურთიერთობით, ამიტომ მაილი ყოველდღიურად სთავაზობს პატრიკს ლას-ვეგასში გაქცევას და ჩუმად დაქორწინებას. შეგახსენებთ, რომ მაილი 22 წლის მომღერალია ამერიკის შტატ ტენესიდან, იგი გამოირჩევა სიშიშვლისა და ტატუების სიყვარულით. 19 წლის ასაკში ის ერთხელ უკვე იყო დანიშნული მსახიობ ლიამ ჰემსვორტთან. პატრიკი 15 წლიდან ფლობს საკუთარ ბიზნესს. იგი ქმნის მამაკაცის ტანისამოსს. აგრეთვე მან მონაწილეობა მიიღო სამ ამერიკულ ფილმში.
საუბრის დასასრული
სხვა სიახლეები