აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ძაღლები თეთრ სახლში დაბრუნდნენ.
„ჩემპი და მეიჯორი თეთრ სახლში არიან. ისინი პრეზიდენტის ოჯახს კემპ-დევიდში შეუერთდნენ და კვირას მათთან ერთად დაბრუნდნენ“, -აღნიშნა პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ.
13 წლის ჩემპს და 3 წლის მეიჯორს თეთრი სახლი მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც მეიჯორმა აგრესია გამოავლინა და დაცვის თანამშრომელს უკბინა. ინციდენტის გამო ნაგაზები დროებით დელავერში დააბრუნეს.