“პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის” ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ამის შესახებ რატიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
„დაახლოებით 1 თვეა რაც კახი კავსაძე ჩვენს კლინიკაში მკურნალობს. იცით რომ მას წინა პერიოდში კოვიდ ინფექცია ჰქონდა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მხნედ არის და ვაგრძელებთ მასთან ერთად მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას“,- განაცხადა ლევან რატიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში