საქართველოს სამეფო სახლი, დავით ბაგრატიონის სახელით, ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დავით ბაგრატიონი უკმაყოფილოა ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების გამო.
“მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების გამო, გამოვთქვავ ჩემს უკმაყოფილებას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ამჟამინდელი ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო. მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ მოლაპარაკებაში, რომ პროცესებმა ქუჩიდან და სასამართლოდან გადაინაცვლოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი საყვარელი სამშობლოს საერთაშორისო იზოლაცია. საქართველო გვეკუთვნის ჩვენ ყველას, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებების, წარმოშობისა და სარწმუნოებისა”, – ნათქვამია განცხადებაში.