ცნობილი ადამიანების შვილები უკვე თინეიჯერები არიან, სანამ ჩვენ თვალყურს ვადევნდებდით მათ მშობლებს, ისინი უკვე დამოუკიდებელ ცხოვრებას ეზიარნენ. გაკვირვებულები დარჩებით მათი გარეგნობითა და ჩაცმის სტილით.
მადონას შვილი უკვე გაიზარდა და მშობლებსაც ნაკლებად უჯერებს. ძალიან ბევრ რამეში ლურდესი მის ვარსკვლავ დედას მოგვაგონებს ახალგაზრდობაში, იგი უკვე გამოირჩევა მავნე ჩვევებითა და რთული ხასიათით.
ბრუკლინ ბექემი, რომელიც ყველას სულ პაწაწინა გვახსოვს, უკვე გაიზარდა და ცნობილ მსახიობ ჰოლი მორეცთანაც მოასწრო რომანის გაბმა. ბრუკლინს ისეთივე შანსები აქვს გახდეს ცნობილი და პოპულარული, როგორიც მამამისს ჰქონდა.
დიდი ხნის განმავლობაში ჯონი დეპს კარგად გამოსდიოდა, დაემალა თავისი ქალიშვილი პუბლიკისა და ცნობისმოყვარე თვალისაგან, მაგრამ ახლა მოვიდა დრო, გოგონა გამოჩნდეს საზოგადოების წინაშე. ჯონი დეპის ქალიშვილი მისი საყვარელი მომღერლის ჯასტინ ბიბერის კონცერტზე შენიშნეს,ხოლო მის დაბადების დღეზე საყვარელი ჯგუფის One Directionis-ის ერთ-ერთი წევრი სიურპრიზის სახით გაუგზავნა საყვარელმა მამიკომ.
უილ სმიტის ქალიშვილი უკვე 14 წლისაა, მაგრამ უკვე მოასწრო გამოეწვია აჟიოტაჟი საზოგადოებაში. საქმე იმაშია, რომ გოგონამ ინსტაგრამის გვერდზე დადო ფოტო, რომელშიც წელსზემოთ შიშველია, ამით იგი შეუერთდა კამპანიას სახელწოდებით #FreeTheNipple, რაც ითარგმნება „თავისუფლება მკერდის თავებს“.
საბოლოოდ გაირკვა, რომ ფოტოზე გოგონა ჩაცმულია, ხოლო მკერდი უბრალოდ ნახატია მის მაისურზე.
უილ სმიტის მეორე შვილი ჯეიდენი კინო კრიტიკოსებმა ყველაზე ცუდ მსახიობად დაასახელეს.
ცნობილი მსახიობის ჯუდ ლოუს შვილმა რაფერრტი ლოუმ გადაწყვიტა სამოდელო ბიზნესში ჩართულიყო და ეს არც ისე ცუდად გამოდის. მან უკვე მიიღო მონაწილეობა DKNY-ის ჩვენებებში.
კენდალ და კაილი კარდაშიანები პირდაპირ კამერების ობიექტივის მეთვალყუეობის ქვეშ გაიზარდნენ, რომლებიც პირდაპირი ეთერის დახმარებით გადასცემდნენ მათ სირთულეებსა თუ წარმატებებს. ახლა დები თანამშრომლობენ ამერიკულ კომპანიასთან და რეკლამირებას უწევენ მათ საგაზაფხულო კოლექციას.
პატრიკ შვარცნეგერმა გადაწყვიტა მამიკო-ტერმინატორი გაებრაზებინა თავისი ურთიერთობით ამერიკელ მომღერალ მაილი საირუსთან, რომელიც თავისი ეპატაჟურობით გამოირჩევა. წყვილი ძალიან ბედნიერად გამოიყურება, თუმცა შვარცნეგერმა განაცხადა, რომ თუ მათი ურთიერთობა კიდევ დიდ ხანს გასტასნს პატრიკს ერთ თეთრსაც კი არ მისცემს თავისი დანაზოგიდან.
შუმახერის შვილი სულ ახლახანს გახდა მსოფლიო ჩემპიონი კარტინგში. მიკი თავგამოდებით ცდილობს აიცილოს მამის ზეგავლენა, ასე რომ იგი დედის გვარით ასპარეზობს ტრასაზე.
რიზ უიზერსპუნის შვილი ცდილობს დაეხმაროს დედას პატარა ძმების გაზრდაში. ის უარს ამბობს უყუროს ისეთ ფილმებს, სადაც მისი ვარსკვლავი დედიკო თამამ სცენებშია გადაღებული.