გასაოცარი ისტორია ბიჭზე, რომელიც 10 თვე კომაში იყო და პანდემიის შესახებ არაფერი იცის – მან კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა

ინ­გლი­სელ­მა თი­ნე­ი­ჯერ­მა, რო­მე­ლიც 10-თვი­ა­ნი კო­მი­დან გა­მო­ვი­და და ახლა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გადის, კორონა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის. კო­მა­ში ყოფ­ნი­სას ის ვირუ­სით ორ­ჯერ და­ინ­ფი­ცირ­და. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

19 წლის ჯო­ზეფ ფლა­ვილს გა­სულ წელს, პირ­ველ მარტს სე­ირ­ნო­ბი­სას მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა და ტვი­ნის მძი­მე ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. ამ ამ­ბი­დან სამი კვი­რის შემ­დეგ, ბრი­ტა­ნეთ­ში “ლო­ქ­და­უ­ნი” გა­მო­ცხად­და. ჯო­ზე­ფი კი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­მა­ში იყო. რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, მან ახ­ლა­ხან და­ი­წყო რე­ა­გი­რე­ბა.

“ჯო­ზეფ­მა არა­ფე­რი იცის პან­დე­მი­ის შე­სა­ხებ, რად­გან 10 თვე ეძი­ნა. ახლა იწყებს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას და ისიც კი არ ვი­ცით, სა­ერ­თოდ რა ახ­სოვს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­დან. ერთი წლის წინ ჩემ­თვის ვინ­მეს რომ ეთ­ქვა, რა უნდა მომ­ხდა­რი­ყო მსოფ­ლი­ო­ში, ვფიქ­რობ, არ და­ვი­ჯე­რებ­დი და წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, შეძ­ლებს თუ არა ჯო­ზე­ფი იმის გა­გე­ბას, თუ რა გა­და­ვი­ტა­ნეთ ჩვენ, ყვე­ლამ“, – ამ­ბობს თი­ნე­ი­ჯე­რის დე­ი­და, სალი ფლა­ვილ სმი­ტი “გარ­დი­ან­თან” სა­უბ­რი­სას.

ჯოზეფმა კომაში ყოფნისას კორონავირუსი ორჯერ დაამარცხა.

კომენტარები

სხვა სიახლეები