ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგანის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (სინატაშვილი) კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.
ტყიბულისა და თერჯოლოს ეპარქიის მეუფის თანამშემწის, მთავარხუცესი იოანე რევიშვილის თქმით, მეუფეს ვირუსის სიმპტომები მსუბუქფორმებში ორი კვირის წინ აღმოაჩნდა. ის სახლში მკურნალობდა, კლინიკაში დაგვიანებით მივიდა. მას თანმდევი დაავადებებიც ქონდა.
“ერთი კვირის წინ აღმოაჩნდა სიმპტომები, სახლში მკურნალობდა, არ იყო მძიმედ და არც ელოდა გართულებას. ერთი კვირის წინ დამძიმდა. გადაიყვანეს ქუთაისში კლინიკაში, მაგრამ ვერ მოხერხდა გადარჩენა. მას დიაბეტიც და ასთმაც ჰქონდა და ალბათ, ამან გაართულა. 43 წლის იყო” – განაცხადა იოანე რევიშვილმა.