“მელანია ტრამპი განქორწინებამდე წუთებს ითვლის” – dailymail სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

დონალდ ტრამპმა შესაძლოა პრეზიდენტის პოსტთან ერთად, მეუღლეც დაკარგოს,- ამის შესახებ “dailymail” წერს.

გამოცემას ტრამპის ყოფილი თანაშემწის, სტეფანი ვოლკოფის განცხადებები მოჰყავს, რომელიც ჯერ კიდევ ტრამპის გაპრეზიდენტების დროს ირწმუნებოდა, რომ მელანია მოლაპარაკებებს აწარმოებდა ქორწინების შემდგომ შეთანხმებაზე, რომ მათ შვილს, ბარონს ტრამპის ქონების თანაბარი წილი შეხვედროდა. როგორც გახსოვთ, მელანია ტრამპი, მეუღლის გაპრეზიდენტებიდან 5 თვის განმავლობაში თეთრ სახლში შესვლაზე უარს აცხადებდა.

როგორც ვოლკოფი ამტკიცებდა, ტრამპს თეთრ სახლში ცალკე საძინებლები ჰქონდა და ეს იყო ფიქტიური ქორწინება.

ასევე ყოფილი თანაშემწე, ომაროსა მენიგო ნიუმენი ირწმუნება, რომ წყვილის 15-წლიანი ქორწინება დასრულდა.
”მელანია ითვლის ყოველ წუთს განქორწინებამდე,  ის  დიდი ხანია ფიქრობს განქორწინებაზე და ელოდება, სანამ მისი მეუღლე პოსტს დატოვებს. იმ შემთხვევაში, თუ ის ქმრის მხრიდან დამცირებას ვეღარ გაუძლებდა და განქორწინებას ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მოითხოვდა, პრეზიდენტი მის დასასჯელ გზას იპოვიდა“ .

კომენტარები

სხვა სიახლეები