ჩინეთის სამხრეთ ქალაქ შენჩჟენშის ერთ-ერთ საავადმყოფოში მშობიარობის შემდეგ კანიბალმა დედამ ახალშობილის შეჭმა სცადა. ინციდენტს შემთხვევით ექთანი შეესწრო, რომელმაც ექიმების დახმარებით დედას შვილი გამოგლიჯა. შოკირებული ექიმების განცხადებით, კბენის შედეგად ჩვილს ხელზე ნაკბენი და სისხლჩაქცევები აღენიშნება.
პოლიციამ ქალბატონის ოჯახის წევრების დაკითხვის შედეგად გაარკვია, რომ 24 წლის რძალი დედამთილმა უცნაური საქციელისთვის სახლიდან გააგდო. ფეხმძიმე ქალბატონმა რამდენიმე კვირა ქუჩაში გაატარა. საავადმყოფოში ის გამვლელებმა მიიყვანეს.
პოლიციის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და ქალბატონს ფსიქოლოგიური შემოწმება ჩაუტარდება.
Prev Post
სხვა სიახლეები