კაშპიროვსკი კორონავირუსით დაავადებულებს ონლაინ “კურნავს” და პუტინს მიმართავს, ვაქცინაციაზე უარი თქვას
საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ექსტრასენსი, ანატოლი კაშპიროვსკი, რომელმაც პოპულარობა 1989 წელს სატელევიზიო პროგრამის – “ექიმი-ფსიქიატრის ჯანმრთელობის სეანსების” გამართვით მოიპოვა, XXI საუკუნის რეალობასაც მოერგო და ინტერნეტში დაიწყო “გამაჯანსაღებელი სეანსების” ჩატარება.
კაშპიროვსკიმ ინტერნეტსეანსი მიუძღვნა ოსეტეოქონდროზის, ჰიპერტონიისა და მხედველობასთან დაკაშირებული პრობლემების მკურნალობას.
ამასთან, “სპეციალისტმა” ყურადღების მიღმა ვერც კორონავირუსი დატოვა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართა თხოვნით, მასობრივ ვაქცინაციაზე უარი თქვას. მისი თქმით, პანდემიის შემდეგ დაიწყება “ადამიანის საყოველთაო სიკვდილიანობა”. რაც შეეხება ვაქცინაციის საკითხს – საკუთარ მიმართვაში ის წერს, რომ რუსული ვაქცინა უამრავი მოქალაქის გარდაცვალებას გამოიწვევს, მათ შორის, ქალებისა და მოხუცების, “ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, დაგვიცავით”.