რეალითი შოუ – “კარდაშიანების ოჯახი”, რომელიც უკვე წლებია, ტელეეთერში გადის, წელს დასრულდება.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC კიმ კარდაშიანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ყველას დიდი მადლობა განვლილი 14 წლისთვის, ვინც ჩვენს ოჯახს გვერდით ედგა და გვგულშემატკივრობდა. რთული გადაწყვეტილება მივიღეთ – “კარდაშიანების ოჯახს” უნდა დავემშვიდობოთ. ამ შოუმ გვაქცია იმად, რაც ვართ. მუდამ გვემახსოვრება ისინი, ვინც ჩვენი კარიერის შექმნაში მიიღო მონაწილეობა და ჩვენი ცხოვრების შეცვლაში დიდი როლი ითამაშა“, – წერს კარდაშიანი “ტვიტერის” გვერდზე.
შეგახსენებთ, “კარდაშიანების შოუ” პირველად 2007 წელს გავიდა ეთერში.
სხვა სიახლეები