ბოლივუდის მსახიობს და მოდელს, აიშვარია რაის და მის მცირეწლოვან შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. მაჰარაშტრას შტატის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, თუმცა მათ ვირუსი იოლ ფორმებში აქვთ. დედა-შვილი მკურნალობას სახლის პირობებში აგრძელებს.