კორონავირუსის გამოჩენასთან ერთად, მასთან ბრძოლის წინა ხაზზე უამრავი ექიმი აღმოჩნდა. მათ შორის პირველ რიგს იკავებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი, რომელიც “მთავარ არხზე”, “მთავარ აქცენტებში” ნიკა გვარამიას სტუმარი იყო და დაავადებასთან ბრძოლის დეტალებზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ რატიანის კამერებთან ხშირად გამოჩენასთან ერთად საზოგადოებაში მის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა გაჩნდა. საბოლოოდ, სოციალური ქსელი შეთანხმდა იმაზე, რომ “უნდა მომხდარიყო ექიმის საზოგადო დაჩქმეტა”. ეს რა თქმა უნდა ხუმრობაა, მაგრამ გვარამიამ პირდაპირ ეთერში საზოგადოების მოთხოვნა შეასრულა და ლევან რატიანი დაჩქმიტა.
ახალი კორონავირუსით დღეის მონაცემებით (20 აპრილი) მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა – 2,407,340, გარდაცვალება – 165,069, გამოჯანმრთელება – 625,128
საქართველო (20 აპრილი) – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა – 394, გარდაცვალება – 4, გამოჯანმრთელება – 93