“არ დარჩება ადამიანი, ვისაც ეს არ დაემართება” – კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი მღვდელი

საქართველოში კორონავირუსით სასულიერო პირის ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. მღვდელი იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მსახურია, მან “ტვ პირველის” ეთერში მომხდარზე განცხადება გააკეთა:

“მეც ვეზიარე და ყველა ეზიარა, ვინც იქ იყო, მე არ გავსულვარ გარეთ.

ეს ვირუსია, ჩემო კარგო, ნებისმიერ ადგილას შეიძლება დაგეტაკოს, ამისგან დაზღვეული არავინაა დედამიწის ზურგზე. დაზღვეული რომ იყოს ვინმე, ამდენს არ დაემართებოდა და ფატალური შედეგებიც არ დადგებოდა.

დეკრეტი რომ გამოვიდა სახელმწიფოსგან – 21 აპრილამდე, ეს იმას ნიშნავს რომ 21 აპრილის მერე აღარ იქნება? ეს ვირუსი იქნება წლის ბოლომდე და არ დარჩება ადამიანი, ვისაც ეს არ დაემართება.

ლიტურგიამ რა უნდა დაუშავოს? ლიტურგია სხვა რამეა და ვირუსი სხვა რამეა, არ შეიძლება ერთმანეთთან დაკავშირება,”- განაცხადა ინფიცირებულმა მამაომ.

კომენტარები

სხვა სიახლეები