ანდრეა ბოჩელის კონცერტი მსმენელის გარეშე მილანის დუომოს ცარიელ ტაძარში (ვიდეო)

ახალი კორონავირუსი და დაპაუზებული მსოფლიო – ლეგენდარულმა იტალიელმა მომღერალმა, ანდრეა ბოჩელიმ მილანის საკათედრო ტაძარში ლაივკონცერტი გამართა, რომლის ტრანსლირებაც მის იუთუბარხზე მოხდა. შესაბამისად, მისი კონცერტი მთელმა მსოფლიომ იხილა, ასევე, მისი სიმღერა მილანის ქუჩებში გაისმა.

ანდრეა ბოჩელის ტაძარში შესვლის ექსკლუზიური ნებართვა კათედრალის არქიეპისკოპოსმა, მონსინიორ ჯანანტონიო ბორჯონოვომ და მილანის მერმა, ჯუზეპე სალამ მისცეს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ლაივკონცერტისას ბოჩელისთან ერთად იყო, კათედრალის ორღანისტი, ემანუელე ვიანელია გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ  მიმდინარე წელს კათოლიკურმა სამყარომ ქრისტეს აღდგომა 12 აპრილს აღნიშნა.

კომენტარები

სხვა სიახლეები