2 მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი-დღეს მოერიდეთ დაბნეულობას. მოგზაურობა და გადაადგილება ზუსტი განრიგით განახორციელეთ. კარგი დროა პარტნიორული ურთიერთობის სტაბილიზების და გაუგებრობის გარკვევისთვის. დღის ბოლოს გელოდებათ მნიშვნელოვანი საუბარი ოჯახის წევრებთან ან მიიღებთ საიმედო ცნობას სახლიდან.გაგიჩნდებათ ახალი იდეა ყოფის განახლებას ან საცხოვრებლის შეძენასთან დაკავშირებით.

კურო-დღეს ხელსაყრელად ივაჭრებთ, დილით გონივრული ანგარიშიანობა ხელს შეგიშლით პირადული ბიუჯეტის გადახარჯვაში, დაგეხმარებათ ხარისხიანი ნივთების ან პროდუქტების არჩევაში. დღის ბოლოს მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები, რომელიც გაზრდის თქვენ მატერიალურ ან სხვა სახის შესაძლებლობა. საღამოს შეიტყობთ სენსაციურ სიახლეს, მიიღებთ სტუმრად მიწვევას ან ყურადღების ნიშანს ნათესავისგან.

ტყუპები-საღამომდე დარწმუნებული იქნება საკუთარ თავში და საკუთარ განუმეორებლობაში. ამის მეშვეობით ნორმაში ჩადგება თქვენი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, მეგობართან ან ბავშვთან. საღამოს მოვლენები ნამდვილ გადატრიალებას მოახდენს თქვენ აზროვნებაში. განსჯის საგანი გახდება მატერიალური მდგომარეობა, ოჯახური გარემო, კვება და ყოფა, მომავალი სწავლა ან მოგზაურობა, თანამოაზრეებთან ურთიერთობა.

კირჩხიბი-დღის დასაწყისში ხელახლა მოახდინეთ ცოდნის სისტემატიზირება. აღმოჩნდებით საპასუხისმგებლო შეხვედრაზე ან გაიცნობთ სასარგებლო ადამიანებს. ქალთა სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა სასიამოვნოდ ჩაივლის. საღამოს გაქრება ინტერესი სხვისი საქმეების მიმართ და პირველ ადგილზე გადმოვა პირადული მოთხოვნილებები. გადახედავთ საწყის გეგმებს, რომელიც დაკავშირებულია სწავლას, მოგზაურობას, მიმოწერას, დასვენების დღეების გატარებასთან.

ლომი-საღამომდე გარემოება თქვენ სასარგებლოდ აეწყობა. გამოიყენეთ ეს დროა ძველი მეგობრობის გამყარების ან მნიშვნელოვანი დამატებითი ცნობების მიღებისთვის, რომელიც დაგეხმარებათ მოვლენების გარკვევაში. საღამოს თქვენი სამომავლო გეგმები შეიცვლება მოულოდნელი განცდების გავლენით. სასურველია გვერდით სანდო ადამიანი გყავდეთ.

ქალწული-უფროსობასთან უთანხმოების სწრაფად მოგვარებას შეძლებთ, თუ დილიდანვე ამ საკითხით დაკავდებით. კარგი დროა მნიშვნელოვანი პროექტების დასრულების, ორგანიზაციული საკითხების მოგვარების, ფინანსური გაუგებრობის გარკვევისთვის. დღის ბოლოს გონივრული დასკვნები ადგილს დაუთმობს წარმოსახვას. მოსალოდნელია დაუგეგმავი შეხვედრა მეგობრებთან, ოჯახური გეგმების ცვლილება, ორიგინალური იდეის გაჩენა.

სასწორი-დღეს ყველაფერს მოასწრებთ, თუ არ იჩქარებთ და იმოქმედებთ დასახული გეგმის მიხედვით. მოლაპარაკების წარმოება, ორგანიზაციული პრობლემების მოგვარება და პროფესიული თვისებების წარმოჩენა უმჯობესია დღის პირველ ნახევარში. საღამოს აქტუალური იქნება სიახლეების განხილვა. მოერიდეთ ემოციურობას, რომელიც გაართულებს დიალოგს და მზად იყავით სხვა ადამიანების მოულოდნელი განცხადებისთვის.

ღრიანკალი-დილით მოაწესრიგეთ დოკუმენტები და საჭირო ადამიანებთან კავშირები, თავი შეიკავეთ თავგადასავლებისგან. ძველი უსიამოვნება სწრაფად გაქრება, თუ დაეყრდნობით ლოგიკას და ჯანსაღ აზრს. საღამოს გაგიჭირდებათ გრძნობების შეკავება. თქვენთვის მიმზიდველი იქნება აზრი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის, რომანტიკული ნაცნობობის ან დამატებითი ცოდნის მიღებასთან დაკავშირებით.

მშვილდოსანი-დღეს ყველაზე ბობოქარი დიალოგიც მშვიდად დასრულდება. ურთიერთპრეტენზიები სამართლიანად მოგვარდება. ყველაზე მწვავე უთანხმოების მოგვარებისთვის მოიწვიეთ დაუინტერესებელი მხარე. საღამოს გაზრდილი მგრძნობიარობა გახდება ნერვიული საქციელის ან ახალი კამათის მიზეზი. ამასთან ახლობელი ადამიანი მზად იქნება თქვენი ფინანსური ან მორალური მხარდაჭერისთვის.

თხის რქა-დღეს რუტინული საქმე მძიმე ტვირთად არ მოგეჩვენებათ. დაგეგმილი ღონისძიება დანიშნულ დროს შედგება. შეფთან ურთიერთობა ახალ სიურპრიზებს გპირდებათ, ხოლო თანამშრომლებთან და ხელქვეითებთან ურთიერთობა სასიამოვნოდ ჩაივლის. საღამოს შესაძლოა მოულოდნელი საუბარი მეუღლესთან ან მშობლებთან. მზად იყავით მათი აზრის გათვალისწინებისთვის.

მერწყული-დაკავდით საყვარელი საქმით და ამგვარად ყველაფერი თავისთავად გამოგივათ. კმაყოფილებას მოგანიჭებთ ინფორმაციის დამუშავებას, ვებ-დიზაინს, კონსულტაციებს, შენობების პროექტირებას, სცენარების დაწერასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა. პირადულ შეხვედრაზე საღამოსთვის შეთანხმდით. დღის ბოლოს პირველ პლანზე გადმოვა ოჯახური მოვლენები, შესაძლოა ეწვიოთ ნათესავებს.

თევზები-დღეს კამათს ცუდი მშვიდობა ამჯობინეთ, მხოლოდ ამგვარად თქვენი ურთიერთობა ახლობლებთან დამაკმაყოფილებელი იქნება. დაამყარეთ მინიმალური წესრიგი თქვენ კუთვნილ სივრცეში. პოზიტიური გარეგნული და შინაგანი ცვილება საღამოს გელოდებათ. ამ დროს გამოავლენთ ემოციურობა, მუსიკალურობა, ორიგინალურ აზროვნებას, ბობოქარ შემოქმედებით ფანტაზიას.

კომენტარები

სხვა სიახლეები