საფეხბურთო კლუბი “უქიმერიონი”, ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, გეგმავს, დაეხმაროს მოხუცებს და ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს სხვებსაც. ამის შესახებ კლუბი განცხადებას საკუთარ სოციალურ გვერდზე აქვეყნებს:
“ჩვენი კლუბის სპორტული დირექტორის ინიციატივით, ამ ურთულეს ჟამს ჩვენი კლუბი დაეხმარება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა ჩვენი გვერდში დგომა.
დიახ, მოხუცები არიან ახლა ის ადამიანები, ვისაც ჩვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა ყველაზე მეტად შეუმსუბუქებს ამ ვითარებას !!!
ჩვენი კლუბი სრულად იაზრებს, რომ სიკეთე კეთდება ფარულად, ყველასგან დამოუკიდებლად, თუმცა ახლა ყველას თანადგომა მნიშვნელოვანია !!!
სიკეთე მალულად, კი ბატონო, ძალიან კარგი და მისასალმებელია, თუმცა ამ მძიმე ჟამს ყველას ერთად ყოფნაა საჭირო.
მოვუწოდებთ ჩვენი დიდი ოჯახის წევრებს, რითაც შეეძლებათ, გვერდში დაგვიდგნენ ამ საქმის შესრულებაში !!!
მოვუწოდებთ ყველა სხვა ქართულ კლუბსა თუ ბავშვთა აკადემიას – შემოგვიეთდნენ, რათა დავეხმაროთ მათ, ვისაც ახლა ასე ძალიან სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა !!!
თანხა ჩარიცხეთ შემდეგ ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი: GE84BG0000000567319900
თიბისი ბანკი: GE23TB7151145064300025
მიმღები: სოსო ხაჩიძე
დანიშნულებაში ჩაწერეთ: #უქიმერიონიეხმარებამოხუცებ