დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს არტურ კონან დოილის მოთხრობა დეტექტივ შერლოკ ჰოლმსზე, რომელიც ყველას დაკარგული ეგონა.
80-იანი წლების ისტორიკოსმა, უოლტერ ელიოტმა, თავის სარდაფში აღმოაჩინა აღნიშნული მოთხრობა. თუ მოთხრობის ავტორობა დამტკიცდა, ეს იქნება პირველი ადრეული ნაწარმოები არტურ კონან დოილს, რომელიც 80 წლის შემდეგ იქნა აღმოჩენილი.
„წარმოდგენა არ მაქვს რამდენი ასეთი წიგნი შესაძლოა, რომ დაბეჭდილიყო და შემდეგ გაყიდულიყო. მე ამ წიგნს 40 თუ 50 წელია რაც ვინახავ“, – აღნიშნა ელიოტმა გაზეთ Daily mail-ში.
1300 სიტყვიანი მოთხრობა, დასახელებით: „Homes: Discovering the Border Burghs and, by deduction, the Brig Bazaar“, დაბეჭდილია წიგნის 48 გვერდზე, გამოცემის თარიღად კი 1904 წელი სახელდება.
არტურ კონან დოილის პირველი თხზულება, მოთხრობათა კრებულში, შოტლანდიის სოფელ სელკირკის მკვიდრებმა დაბეჭდეს, რათა ფული შეეგროვებინათ იმ ხიდის ასაშენებლად, რომელიც 1902 წელს წყალდიდობის შედეგად ჩამოინგრა.
კონან დოილი, რომელიც ხშირად სტუმრობდა ამ ადგილს, დათანხმდა დაეწერა ისტორია მოთხრობათა კრებულისთვის. ნაწარმოებში, ჰოლმსი დედუქციის მეშვეობით ხვდება, რომ უოტსონი აპირებს სელკირკში ჩამოსვლას.
ელიოტის თქმით, მას არ ახსოვს როგორ იყიდა ეს წიგნი.
ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ წიგნი მას რომელიმე მეგობარმა აჩუქა.
„მას (კონან დოილი), შესაძლოა იმდენად უყვარდა ეს სოფელი , რომ ჩავიდა და მონაწილეობა მიიღო კრებულის შექმნაში“, – ამბობს ელიოტი.
მთხრობის დაწერიდან, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ავტორმა ჰოლმსი „მკვდერით აღადგინა“ რეიჰენბაჰის ჩანჩქერში ჩავარდნის შემდეგ.
გამოცემა გადაეცემა ადგილობრივ მუზეუმს, სელკირკში.