99 წლის ბებიამ უნივერსიტეტი შვილიშვილთან ერთად დაამთავრა

 

99 წლის დორიტა დენიელსმა ცხოვრების გრძელი გზა გაიარა, ის ორ მსოფლიო ომსა და შავკანიანთა სამოქალაქო მოძრაობას მოესწრო, თუმცა ერთ-ერთ დიდ წარმატებას მან 99 წლის ასაკში მიაღწია და უნივერსიტეტი დაამთავრა.

დორიტამ 2009 წელს, მისი მაგისტრანტი შვილიშვილის ინიციატივით დაიწყო მომზადება და სტუდენტობასაც მიაღწია. სწავლის პერიოდში მან რამდენიმე გულის შეტევაც მიიღო, მაგრამ მაინც გამოირჩეოდა, როგორც ყველაზე ბეჯითი, შრომისმოყვარე სტუდენტი.

” მე გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც მინდოდა და ავიხდინე ოცნება”, – განაცხადა დორიტამ დიპლომის მიღების ცერემონიალის შემდგომ.

კითხვაზე, თუ რა რჩევას მისცემდა მომავალ სტუდენტებს, 99 წლის კურსდამთავრებულმა უპასუხა: “არასდროს არ დანებდეთ, თქვით, რომ ეს შეგიძლიათ და საქმე ბოლომდე მიიყვანეთ”.

კომენტარები

სხვა სიახლეები