90 წლის ამერიკელს 66 წლის ქალის გაუპატიურებაში ბრალი დასდეს

სიეტლის პროკურატურამ 90 წლის აბრახამ კანგა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, – ამის შესახებ ინფორმაციას USA Today ავრცელებს. მისი მსხვერპლი 66 წლის ქალი გახდა. ორივე მათგანი ერთ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. მან დაზარალებული ლინდა მელოუნი თავის ოთახში შეიტყუა.

მოხუც ქალბატონს მან განუცხადა, რომ უნდოდა თავშესაფრის ყველა ბინადარისთვის სასურველი ფორმის ტაბურეტი დაემზადებინა და ლინდა სწორედ ამ საკითხზე სასუბროდ ოთახში მიიწვია.

ოთახში მისულ სტუმარს მამაკაცი მოეხვია და მოფერება დაუწყო. როგორც ლინდა იხსენებს, მამაკაცი სიამაყით ეუბნებოდა მას, რომ, მიუხედავად ასაკისა, ჯერ კიდევ შეუძლია სექსით დაკავდეს. საბოლოოდ მამაკაცმა საწადელს მიაღწია, თუმცა ქალმა მას პოლიციაში უჩივლა.

როგორც გამოძიებით დადგინდა, მსგავსი ბრალდება მამაკაცს ადრეც ჰქონდა წაყენებული, ირკვევა, რომ აბრახამ კანგამ 2012 წელსაც ჩაიდინა მსგავსი დანაშაული. მაშინ მისი მსხვერპლი 92 წლის ქალბატონი გახდა. კანგას საქმის სასამართლო პროცესი მარტის მეორე ნახევარში შედგება.

კომენტარები

სხვა სიახლეები