8 სახალისო კომენტარი არჩევნებზე – “სამ ხმას რომ აიღებს და ცოლი ეჩხუბება, ის მესამე ვინ არისო”

სოციალურ ქსელებში 8 ოქტომბრის არჩევნებზე ბევრი სახალისო კომენტარი გაკეთდა . “კვირა+” ხუმრობათა მორიგ ნაკრებს გთავაზობთ, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება.
1. ზოგიერთი ისეთი იყრის კენჭს, ჯობია მახათი იყაროს!
2. ვატარებ გამოკითხვას. კითხვა მდგომარეობს შემდეგში: არჩევანი მხოლოდ ამ ორს შორის რომ იყოს, ვის მისცემდით ხმას: ა. მატყუარებს თუ ბ.მატყუარებს და სადისტებს?
3. ერთ პარტიას ისეთი კანდიდატები ჰყავს, სამ ხმას რომ აიღებს და ცოლი ეჩხუბება, ის მესამე ვინ არისო;
4. 4 დღე დარჩა დინოზავრების გადაშენებამდე, ერთი რაც ვიცი, “ოცნებას” კაცი არ მოუკლავს;
5. 2 საათის წინ წყალი დაწყდა, ნახევარი საათის წინ დენი გამორთეს. ჰოდა, ახლა ვზივარ უწყლოდ, უშუქოდ და ვფიქრობ: ბურჭულაძე დავტოვეთ, თუ ცივილიზაცია?!
6. ბურჭულაძეს ცოლი აძლევს? ხმას, რასაკვირველია, ცუდი არაფერი იფიქროთ;
7. კუმისელი რეიკი სად წავიდა, არეულობის შეეშინდა და მოტყდა ქვეყნიდან? უცნობი ავტორი – თუ უყვარხარ, აუცილებლად დაბრუნდება – პაატა ბურჭულაძე;
8. მიხომ კენგურუს ჩანთიდან პატარა კენგურუს ამოყოფილი თავი დაინახა და შეიცხადა, – ბიჯოოო, პირველად ვხედავ პატრონი ესე გამდეს თავის საოხრესო. ნათელაშვილ-გუგავაზე გამახსენდა”, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

კომენტარები

სხვა სიახლეები