5 წლის ჩინელი ბიჭის 15-გვერდიანი რეზიუმე საზოგადოების ყურადღების ცენტრშია

შანხაიში მცხოვრები ხუთი წლის ბიჭის რეზიუმე მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს.
15-გვერდიანი დოკუმენტი მან სკოლაში მოსახვედრი კონკურსისთვის მოამზადა. მასში ნათლად ჩანს, თუ რამდენად განსაკუთრებული და უნიკალური ბუნება, მრავალმხრივი გამოცდილება და ჰობი გააჩნია ამ “CV-ის” პატრონს.
რეზიუმეში ასევე წერია ბიჭის მოსიყვარულე ოჯახისა და განათლებასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების შესახებ. პატარა ბიჭმა ის წიგნებიც აღწერა, რომლებიც მას 2018 წელს აქვს წაკითხული. ის წერს, რომ 10 ათასი წიგნი წაიკითხა. მის რეზიუმეში დიდი ყურადღება მიიქცია ფრაზამ, რომელიც საკმაოდ გონებამახვილურად ჟღერს –„ ცხოვრება მარათონია, ასაკი კი მხოლოდ უმნიშვნელო დეტალი“.
“CV–ის” ფოტოები ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo–ში გავრცელდა, რომელიც დასავლური „ტვიტერის“ ანალოგია და ათასობით კომენტარი და გაზიარება მოაგროვა. ჩინეთში ბავშვები სწავლას ექვსი ან შვიდი წლის ასაკიდან იწყებენ.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის კერძო სკოლებში მოხვედრა კონკურსების საფუძველზე ხდება და არცთუ ისე მარტივია.

კომენტარები

სხვა სიახლეები