5 წლის ბიჭმა სახლში გაჩენილი ხანძრისგან და იხსნა, შემდეგ უკან დაბრუნდა და ძაღლიც გამოიყვანა

5 წლის გმირი – აშშ–ის შტატ ჯორჯიაში ბიჭმა ხანძრისგან 2 წლის და და ძაღლი გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 5 წლის ნოა ვუდსი ღამით გაჩენილმა ხანძარმა გააღვიძა. ხანძარი საძინებელში მძვინვარებდა. ბიჭუნამ ფანჯრიდან გადაძრომა არჩია, რადგან ეს მართლაც ერთადერთი გზა იყო და 2 წლის დაც ამ გზით გაიყვანა სამშვიდობოს. ამის შემდეგ, ნოა სახლში დაბრუნდა და იმავე გზით ძაღლი გადაარჩინა. შემდეგ ახლოს მდებარე ბიძის სახლში მიირბინა და დახმარება ითხოვა. ამის შემდგომ, გააღვიძეს ოჯახის დანარჩენი წევრებიც და ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანეს.

ჩადენილი გმირობის გამო, ბარტოუს რაიონის სახანძრო დეპარტამენტი პარასკევს ნოას მიანიჭებს ბარტოუს რაიონის საპატიო მეხანძრის წოდებას და გადასცემს ჯილდოს, რომლითაც ჩვეულებრივ მხოლოდ პროფესიონალი მაშველები ჯილდოვდებიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები