5 საძაგელი ადგილი, რომელიც მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს მოხიბლავს (ფოტოკოლაჟი)

მოგზაურობისას ბევრ სიახლეს ვეცნობით, შიში კი ჩვენს გრძნობებს აღრმავებს. მათ, ვისაც მძაფრი შეგრძნებები გხიბლავთ – გთავაზობთ 5 ადგილს მსოფლიოში: ვირთხებით სავსე ტაძრით დაწყებული დამთავრებული კუნძულით, რომელზეც გველები ცხოვრობენ – იხილეთ ფოტოკოლაჟი.

ადამიანების ჩონჩხებით სავსე გაყინული ტბა
160408104209_scariest_glacial_lake_human_skeletons_624x351_schwikihumanskeletonsinroopkundlakewikipediaccbysa4.0_nocredit
160408104344_scariest_skeletons_lake_624x351_abhijeetraneroopkundmysterylakeflickrccby2.0_nocredit

1942 წელს ინდოელმა მეტყევემ როოპკუნდის ტბას მიაღწია და გასაოცარ აღმოჩენას მიაგნო. ამ პატარა გაყინული ტბის ნაპირები ადამიანების ჩონჩხებით იყო მოფენილი. როდესაც ზაფხული მოვიდა და ყინული დადნა, კიდევ გამოჩნდა ასობით ჩონჩხი, ზოგიერთზე კანი და თმა იყო შერჩენილი. რისგან დაიღუპა ამდენი ხალხი ჰიმალაის ამ რაიონში?
2004 წელს ტბისკენ გამგზავრებულმა ექსპედიციამ ახალი მონაცემები მოაგროვა. საერთო ჯამში, ტბასთან 200-300 ჩონჩხი აღმოაჩინეს. ეს ადამიანები 2 სხვადასხვა ჯგუფს წარმოადგენდნენ და ისინი მე-9 საუკუნეში დაიღუპნენ. ერთი ჯგუფი – ნათესავების ტომი იყო და მეორე, მცირე ჯგუფი ადგილობრივი მოსახლეობისგან შედგებოდა. ნაპოვნია ასევე ბეჭდები, ტყავის ფეხსაცმელი, ბამბუკის ჯოხები. მეცნიერების მტკიცებით, ეს ხალხი უძლიერესი, ჩოგბურთის ბურთის ზომის სეტყვისგან დაიღუპა.

გველების კუნძული
160408104531_scariest_snake_venom_624x351_danelocommonswikiassumedeyelashpitviper01wikipediaccby2.5_nocredit

ბრაზილიის სან-პაულუს შტატის სანაპიროდან 33 კილომეტრში მდებარე კუნძულ კეიმადა-გრანდის დათვალიერება ოფიციალურად აკრძალულია. საქმე ისაა, რომ კუნძულზე უამრავი შხამიანი გველია. გველების კუნძულზე დაახლოებით 4000 უიშვიათესი ცივსისხლიანი ცხოვრობს. კუნძულის მონახულება 1920 წელს აიკრძალა, რათა გველები ადამიანებისგან, ხოლო ადამიანები გველებისგან დაიცვან.
კუნძულზე მცხოვრები გველების სიგრძე შესაძლოა, ნახევარ მეტრს აჭარბებდეს, მათი ნაკბენი კი სიმპტომების მთელ ნაკრებს იწვევს, მათ შორისაა თირკმელების ფუნქციის დარღვევა, კუნთოვანი უჯრედების ნეკროზი, ტვინში სისხლის გაჟონვა და შიდა სისხლდენა, – წერს უცხოური მედია.

შავი ვირთხებით სავსე ტაძარი
160408104859_scariest_the_temple_of_rats_624x351_fulviospadabreakfasttimeflickrccbysa2.0_nocredit

კარნი მატას ტაძარი ინდოეთში ბევრ ტურისტს და ჯვაროსანს იზიდავს. ტაძარში არა მარტო სულიერი სიმშვიდის საპოვნელად, არამედ ამ ტერიტორიაზე ათასობით მცხოვრები ვირთხის სანახავად ჩადიან. ამ ადგილს ასევე „ვირთხების ტაძარს უწოდებენ“. აქ 20 000 ვირთხა ცხოვრობს, რომლებიც ეკლესიის ტერიტორიაზე თავისუფლად დასეირნობენ.
ლეგენდის თანახმად, როდესაც ქალღმერთ კარნი მატას გერი წყალში დაიხრჩო, მან ღმერთ იამას ბიჭის გაცოცხლება სთხოვა. იამა დათანხმდა, ოღონდ იმ პირობით, რომ ბიჭი და მისი კლანის ყველა მამაკაცი სიკვდილის შემდეგ ვირთხებად გადაიქცეოდნენ. ვინც ტაძარში სალოცავად მიდის, ტაძრის მსახურები ბავშვებს ვირთხებს უწოდებენ, აჭმევენ რძეს, ქოქოსს, ტკბილეულს. ამბობენ, რომ საკვებს, რომელსაც ვირთხები სჭამენ, იღბალი მოაქვს, ამიტომ მას ხანდახან პილიგრიმებიც მიირთმევენ.

ჭიშკარი ჯოჯოხეთში
160408105150_scariest_gateway_to_hell_624x351_getty_nocredit
160408105437_scariest_burning_hole_in_earth_624x351_getty_nocredit

1971 წლის ექსპედიცია წარუმატებელი გამოდგა. საბჭოთა მეცნიერების ჯგუფმა, რომელიც კარაკუმის უდაბნოში მუშაობდა, ნავთობის პოტენციური საბადოს აღმოჩენის მიზნით საბურღი ანძა დაამონტაჟა, თუმცა მიწა მთელი აღჭურვილობით 30 მეტრის სიღრმეში ჩავარდა, რადგან მის ქვეშ მეთანი აღმოჩნდა. ცეცხლი იმ ადგილას დღესაც არ ჩამქრალა, მაგრამ ეს არ უშლის ხელს ტურისტებს, ჩავიდეს უდაბნოში და მიწაში წარმოქმნილი უზარმაზარი ცეცხლოვანი ხვრელი ნახოს.

დაწყევლილი თოჯინების კუნძული
160408105719_scariest_island_of_haunted_dolls_624x351_espartapalmaiseedeaddollsflickrccby2.0_nocredit
160408105838_scariest_isla_de_las_munecas_624x351_kevinflickrccby2.0_nocredit
160408110049_scariest_isla_de_las_munecas_624x351_kevinflickrccby2.0_nocredit

მექსიკის მუნეკასის კუნძულის ლამაზი ბაღები ერთი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ კოშმარულ ინსტალაციად გადაიქცა. ამბობენ, რომ მექსიკის დედაქალაქთან ახლოს, წყალში გოგონა დაიხრჩო. ამის შემდეგ პატარა კუნძულის ნაპირზე დინებას თოჯინები გამოაქვს. კუნძულის თოჯინებით დასახლება ჯულიან სანტანა ბარერამ გადაწყვიტა, რომელიც საკუთარ თავს ადანაშაულებს, რომ გოგონა ვერ გადაარჩინა.
ადგილობრივ ცრუმორწმუნე მოსახლეობას მიაჩნია, რომ თოჯინებში გარდაცვლილი გოგონას სული ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ ბარერამ თოჯინების შეგროვება დაიწყო და კუნძულზე ის თავადაც წყალში დამხრჩვალი იპოვეს. ეს 2001 წელს მოხდა. მას შემდეგ კი ახალი თოჯინები კუნძულზე ტურისტებს ჩააქვთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები