45 წლის მერაია ქერი ავსტრალიელ მილიარდერს ცოლად მიჰყვება

45 წლის მომღერალი მერაია ქერი ავსტრალიელ მილიარდერს, ჯეიმს პაკერს ცო12721688_1126722887372554_572047555_nლად მიჰყვება.
როგორც უცხოური მედია იუწყება, წყვილი უკვე საქორწილო ცერემონიალის დეტალებს გეგმავს.
პაკერმა ქერის ხელი 8-თვიანი რომანის შემდეგ ნიუ-იორკში მეგობრების შეკრებაზე თხოვა. ძვირფასი ქორწილი და სახლი ლოს-ანჯელესში – ესაა ის, რაზეც მერაია ქერი ოცნებობს, თუმცა მის გეგმებში შვილების გაჩენას არ შედის.
როგორც მომღერალმა შოუში – The Lowdown with Diana Madison სტუმრობისას აღნიშნა, მომავალ ქმართან ერთად ის შვილების გაჩენას არ გეგმავს. ქერის განცხადებით, მისი 4 წლის ტყუპი შვილები – მონრო და მაროკანი ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობენ. „მე უკვე მყავს ორი უსაყვარლესი ბიჭი. ისინი იეჭვიანებენ, თუკი მე და ჯეიმსს კიდევ ერთი ბავშვი გვეყოლება. ბავშვები ჩვენს ძაღლზეც კი ეჭვიანობენ“, – აღნიშნა მერაია ქერიმ.

კომენტარები

სხვა სიახლეები