4 პატარა ლემურის დებიუტი საზოგადოებაში (ვიდეო)

ფილადელფიის ზოოპარკში მობინადრე 4 პატარა ლემურის დებიუტი საზოგადოებაში შედგა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ლემურები 21 თებერვალს დაიბადნენ. მნახველების წინაშე დღეს პირველად გამოსული შავ-თეთრი ლემურების სახელებია – მედი, ლინკოლნი, ტედი და კუინსი. ცხოველები ვოლიერში ხან ხტუნავდნენ, ხან უბრალოდ ისხდნენ, ან ჩამოკიდებულები იყვნენ.
ცნობისთვის, ლემურები კუნძულ მადაგასკარზე ბინადრობენ და გადაშენების პირას მყოფი სახეობაა.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=VWoaWKV4Q2I&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები