33 წლის პრინცი გულის შეტევით გარდაიცვალა – არაბეთში საყოველთაო გლოვა გამოცხადდა (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

შეიხი რაშიდ ბინ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტოუმი დღეს დილით გულის შეტევით გარდაიცვალა. დუბაიში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გლოვის ნიშნად, ყველა სახელმწიფო დაწესებულების თავზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს. შეჩერდა სწავლის პროცესი, საჯარო დაწესებულებებმა კი მუშაობა შეწყვიტეს.
33 წლის პრინცი იყო სპორტსმენი, 2002 წელს მან „Maktoum“- ბრიტანეთის სამხედრო აკადემია დაამთავრა. პრინცი ცნობილი იყო ცხენებისა და ფეხბურთის სიყვარულით. 2006 წლის აზიის ოლიმპიადაში, მას მოპოვებული აქვს 2 ოქროს მედალი ცხენოსნობაში. ის  არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრეზიდენტის, ასევე დუბაის საამიროს მმართველის – მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის ვაჟი იყო.  ტიტულები მამამისმა 2006 წლის 4 იანვარს, უფრო ძმის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო.
“მე დღეს დავკარგე საუკეთესო მეგობარი და ბავშვობის კომპანიონი, ჩემი ძმა რაშიდი,” განაცხადა გარდაცვლილის ძმამ, შეიხმა ჰამდან ბინ მუჰამედმა.
გარდაცვლილის ოჯახს დღეს გაერთიანებული ემირატების პრეზიდენტმა მიუსამძიმრა და მომხდარის გამო წუხული გამოთქვა. დუბაიში დღეს მწუხრის ლოცვა აღავლინეს და დაღუპული პრინცი დღესვე საღამოს, დუბაიში უმ-ჰარირის სასაფლაოზე დაკრძალეს.
“ღმერთმა დალოცოს გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი…  ჩვენ ვეკუთვნით ალაჰს და მასვე უნდა დავუბრუნდეთ“, – განაცხადა დაკრძალვის ცერემონიაზე გარდაცვლილის მამამ.

https://www.youtube.com/watch?v=-FuA1hqOyns&feature=youtu.be

2C7ED6B100000578-3240937-image-m-27_1442671793631

2C7ED7D700000578-3240937-Close_Dubai_ruler_Sheikh_Mohammad_bin_Rashed_Al_Maktoum_right_hu-m-44_1442672070836

2C8118A200000578-3240937-image-a-17_1442667641382

20140728-201731

3449874327_7bb256851d_b

3449877779_cac23e9a36_b

3449880083_7e2cf479a7_b

3450694316_98ed9f0411_b

3450697464_a5b43b5b96_b

3522519217_d2a453cfff

3533321505_4d1884cfe1

5292790881_8fef7d7bb7

Mohammed-bin-Rashid-Al-Maktoum

photo_sheikh_rashid_bin_mohammed_al_maktoum07

SheikhHamdanBinMohammedBinRashidAlMaktoum

sheikh-hamdan-bin-mohammed-bin-rashid-al-maktoum-fazzaa-13087090-533-800

uae-54169

კომენტარები

სხვა სიახლეები