3 წლის ბავშვი, რომელმაც ადამ ლევინისგან ცოლის მოყვანა საშინლად განიცადა, მის კუმირს შეახვედრეს  (ვიდეო-ფოტოკოლაჟი)

3 წლის მილას „ელენ დეჯენერესის შოუში“ მისი საყავრელი მომღერალი შეახვედრეს. გადაცემას ბავშვი დედასთან ერთად სტუმრობდა. წამყვანმა პატარას დაუჯერებელი სიურპრიზი მოუწყო. მასზე შეყვარებულ მცირეწლოვან გოგონას მომღერალმა ვარდი მიართვა, თუმცა მისი ოცნების მამაკაცის დანახვაზე, მილამ დაიმორცხვა და დედასთან ყოფნა ამჯობინა. გადაცემის წამყვანმა, ელენ დეჯენერესმა კი, ბავშვს საჩუქრად “Maroon 5”-ის ემბლემებითა და სოლისტის ფოტოებით გაფორმებული ტანსაცმელი აჩუქა.

რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტში გავრცელდა ემოციური ვიდეო, სადაც 3 წლის გოგონა საკმაოდ მწვავედ განიცდის, როდესაც გებულობს, რომ მისი ოცნების მამაკაცმა, ადამ ლევინმა ცოლი მოიყვანა. სოციალურ ქსელებში ვიდეომ მილიონობით ნახვა დააგროვა. 3 წლის მილა კი, მას შემდეგ ძალიან ცნობილი გოგონა გახდა.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13

კომენტარები

სხვა სიახლეები