3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილით მეტად დაისვენეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. საღამოს შეასრულეთ წვრილ-წვრილი საქმეები. გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით.

კურო
საქმიანი შეხვედრების, ინფორმაციის მიღების დღეა. საშუალება მოგეცემათ საიმედოობაზე გამოსცადოთ ნათესავები და მეგობრები. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები.

ტყუპი
მოსალოდნელია გეგმებში, საქმეებში ცვლილება. მეტ ყურადღებას მოითხოვს ფინანსური საკითხები. შეამცირეთ ხარჯი. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ.

კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მოსალოდნელია ხელშეკრულებების, დოკუმენტების გაფორმება. მუშობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.

ლომი
მეტად დაისვენეთ. კარგია განმარტოება, სამომავლო გეგმების შედგენა. აგრეთვე, კარგი დღეა პარტნიორებთან შესახვედრად, მივლინებისთვის. მოერიდეთ დაპირისპირებას ნათესავებთან, მშობლებთან.

ქალწული
დილით დაისვენეთ, გამოიძინეთ. შუადღისთვის დაგეგემეთ საქმიანი შეხვედრები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან, მეგობრებთან.

სასწორი
სექტემბერში დაბადებულებს მივლინება ან საქმიანი შეხვედრა ელით. მხარდაჭერას საიდუმლო მფარველი ან მეგობარი გაგიწევთ. ყური დაუგდეთ მშობლების რჩევას.

მორიელი
ემოციურობა მოიმატებს. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. წარმატებას მიაღწევთ, თუ მეტად გამოავლენთ ინიციატივას. სხვა დღისთვის გადადეთ სასამართლო პროცესი, საზღვარგარეთ გამგზავრება.

მშვილდოსანი
მოერიდეთ რჩევების გაცემას გარშემო მყოფებისთვის, განსაკუთრებით უფროსისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ფინანსებს.

თხის რქა
მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან, განსაკუთრებით მეუღლესთან. სხვა დღისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყება. დღეს მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ.

მერწყული
დილით დაისვენეთ, გამოიძინეთ. სამსახურის საქმეებში შუადღიდან ჩაერთეთ. ყური დაუგდეთ კოლეგების რჩევას. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. მოერიდეთ კონფლიქტს უფროსთან.

თევზები
მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. სიახლეები განიხილეთ ახლობლებთან ერთად; ერთად გამონახეთ პრობლემების მოგვარების გზა. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. შემოქმედებითი იდეები ბავშვებთან ერთად განახორციელეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები