28 ნოემბერს გრიგოლ ვაშაძეს აქვს უარყოფითი დღე, წარმატებების შანსები მცირეა – მიშა ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაძაბულობასა და კონფლიქტებს პროგნოზირებს.
“28 ნოემბრს მთვარე ლომის ზოდიაქოში გადის. ეს ნიშნავს, იმას რომ ამბიციებმა ზოგჯერ შეიძლება აგრესიული ელემენტები გამოავლინონ. ამიტომ დაძაბულობა რომ იქნება, ორი აზრი არ არის. ამასთან დედამიწა უარყოფით ველშია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ დროს ძალიან იძაბება ენერგო ფონი ადამიანებში. ამას ემატება ზეამბიციურ ნიშანში მთვარის გავლა, ეს პერიოდი ცოტა დაძაბავს ურთიერთობას ამიტომ კონფლიქტები და დაძაბულობა აუცილებლად იქნება, განსაკუთრებით, რაიონებში.
ასევე, უნდა აღვნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რასაც ეწოდება კონკრეტული დღის გავლენა – რამდენად პოზიტიურია ან ნეგატიურია კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნისთვის.
რომ ყოფილიყო საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნული 2 დეკემბერს, მაშინ აბსოლუტურად თანაბარი იქნებოდა პრეტენდენტების მდგომარეობა, მაგრამ 28 ნოემბერს ცოტა სხვა ვითარებაა, გრიგოლ ვაშაძეს აქვს უარყოფითი დღე, ანუ ნეგატიური, ცუდი ენერგიის მატარებელია და ამიტომ წარმატებების შანსები მცირეა. სალომე ზურაბიშვილს არ აქვს კარგი დღე, მაგრამ აქვს ნეიტრალური, რაც ნიშნავს, რომ ის უკეთესია.
ასევე, მნიშვნელოვანია რომლისთვის უფრო პოზიტიური დღეა -მამაკაცისთვის თუ ქალბატონისთვის. თვითონ დღის ენერგეტიკა მეტ შანს ქალბატონს აძლევს.

საპრეზიდენტო ტურში გვყავს ორი პრეტენდენტი: ერთი კირჩხიბი -გრიგოლ ვაშაძე, მეორე თევზის ზოდიაქო – ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და არჩევნები დანიშნულია 28 ნოემბერს. ეს არის ოთხშაბათი დღე, რომელსაც მართავს ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური, ამიტომ ძალიან კარგია იგი იმისთვის, რომ ადამიანებმა უკეთესად იაზროვნონ. ის ავითარებს ადამიანის გონებრივ ენერგიას ნაკლები იქნება, ასე ვთქვათ, შეცდომები და წინასწარი ანალიტიკური დასკვნების გაკეთების. მერკური ტენდენციის, კომუნიკაციისა და კომუნიკაბელურობის მმართველი პლანეტაა. ამიტომ ეს დღე მეტად ხელს უწყობს ადამიანებს შორის ურთიერთგაგებას.
ზურაბიშვილს რთული პერიოდი ექნება 2019 წლის მარტიდან წლის ბოლომდე. ფარული მტრები, ჭორები გაძლიერდება მის მიმართ. მთავარია, რომ ამ პერიოდში, არ დაკარგოს თავისი დიპლომატიური უნარი. დანარჩენი პერიოდი მისი მოღვაწების იქნება ძალიან კარგი. განსაკუთრებით 2020-2021 წლები სერიოზული ცვლილებები ექნება მას”, – აცხადებს ცაგარელი.

წყარო – პრაიმტაიმი

კომენტარები

სხვა სიახლეები