24-წლიანი ძებნის შემდეგ გოგონამ მშობლებს თავად დაურეკა

ჩინეთის ქალაქ ჩენდუ ვან მინცინის მკვიდრი 24 წლის განმავლობაში დაკარგულ ქალიშვილს ეძებდა 2018 წელს კი იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქალიშვილი სახელად ციფენი 3 წლის იყო, როდესაც დაიკარგა. მაშინ კაცი, მეუღლესთან ერთად, ბაზარში პროდუქტებს ყიდდა, როდესაც სამსახურის მერე აღმოაჩინეს, რომ ბავშვი ადგილზე არ დახვდათ. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში ქალაქში დადიოდნენ, ქუჩების კედლებზე პოსტერებს აკრავდნენ და ინტერნეტში ძებნის შესახებ აცხადებდნენ.

2015 წელს მინცინმა ტაქსისტად დაიწყო მუშაობა და ქალიშვილის ძებნის შესახებ განცხადება მანქანაზე გააკრა. რადგანაც ციფენი პატარა ასაკში დაიკარგა, კაცმა საკუთარი დის ფოტო გამოიყენა, რადგან გოგონა მამიდას ძალიან ჰგავდა. “შესაძლოა ერთხელაც უკანა სავარძელში ჩემი შვილი დაჯდეს”, – ჰყვება ჩინელი.

წლების განმავლობაში, დაკარგულ გოგონას პოლიცია ეძებდა, თუმცა, რამდენიმე მცდარი დნმ-ის ტესტის შემდეგ, მისი აქტიურად ძებნა შეწყვიტეს.

მინცინის ისტორიამ მედიის ყურადღება მიიპყრო. მათი დახმარებით, დაკარგული გოგონას შესახებ ერთ-ერთმა პოლიციელმა გაიგო და ქალის ფოტორობოტი შექმნა. ფოტოს ინტერნეტში ავრცელებდნენ და ბოლოს, მინცინს ჩინელი ქალი კან ინი დაუკავშირდა, რომელიც ქვეყნის მეორე ბოლოში ცხოვრობს.

დნმ-ის ტესტის ჩატარების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ კან ინი, მართლაც მინცინის შვილია. სად იმყოფებოდა 24 წლის განმავლობაში ჩინელი გოგონა, სად იზრდებოდა ან როგორ დაიკარგა, დეტალები უცნობია.

წყარო:https://imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები