23 წლის ქართველი მოდელი სექს-ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა – “მკერდი და საჯდომი სულ დალურჯებული მქონდა”

23 წლის მოდელი, კრისტი კილაძე სულ ცოტა ხნის წინ ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. რა შეემთხვა ჩინეთში სამოდელოდ წასულ მოდელს, ამის შესახებ კრისტი Ambebi.ge-ს მკითხველს თავად უამბობს.

– კრისტი, თავდაპირველად თქვენს შესახებ გვიამბეთ.
– 23 წლის ვარ, 5 წელია ვმოდელობ, სხვადასხვა სააგენტოებთან ვთანამშრომლობდი. რამოდენიმე თვის წინ მივედი ვერა დოინოვასთან, სააგენტო “ტოპ მოდელსში”. მან “ფეისბუქზე” მომწერა, კონკურსს ვატარებთ და შეგიძლია, მიიღო მონაწილეობაო. მივედი, გავაფორმე კონტრაქტი, ვვარჯიშობდი და ვემზადებოდი კონკურსისთვის. 28 ოქტომბერს ჩატარდა კონკურსი და ავიღე პირველი ადგილი. კონკურსს ვერას ქმარი აკონტროლებდა, თავად ვერა კონკურსის დღეს პეკინში იყო. ვიცოდი, რომ იქ აგვარებდა ჩვენს საქმეებს. გვითხრეს, მსოფლიოს 50 ქვეყნიდან იქნებიან კონკრუსანტებიო. როცა ჩავედით მხოლოდ ჩინელი მენეჯერი დაგვახვედრეს. წაგვიყვანეს სადღაც გუიანგში. იქედან დავურეკე ვერას, რატომ არ დაგვხვდით-თქო და მითხრა, ეგ მოგაქცევთ ყურადღებასო. იქ გავიგე, რომ ვერა სადღაც მუშაობდა ჩინეთში, მეორე დღეს რომ ჩავედით, ჩინელ მოდელებთან ერთად გავედით რაღაც “კონკურსზე”. ვერამ გვითხრა პირველი ეტაპი კარგად გაიარეთ, ახლა გადაღებები გექნებათო. მეგონა, ჩემი მომავლისთვის მაგარ პონტში მოვხვდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არანაირი კონკურსი არ იყო.

– თავიდანვე ვერ მიხვდით, რომ მოტყუების მსხვერპლი გახდით?
– თავიდან ვერ მივხვდი. იქ იყო ვერას მეგობარი ხატია, რომელმაც ერთ დღეს დაგვირეკა, რაღაც კლუბში გაგვიშვა მე და მეორე გოგონა, რომელიც ჩემთან ერთად გაემგზავრა ჩინეთში, არასრულწლოვანი, 16 წლის იყო. იმ კლუბში 5-6 ქართველი გოგო მუშაობდა. ჩატარდა ვითომ ჩვენება, გარშემო ისხდნენ ჩინელი მამაკაცები, რომლებიც ჩვენში ფულს იხდიდნენ და უნდა გაგვერთო. ეს ინფორმაცია კლუბში გავიგე, თავიდან აზრზზე ვერ მოვედი, რა ხდებოდა. გარშემო კაცები ისხდნენ, რომლებიც ჟიურის წევრები მეგონა. ერთ-ერთმა მამაკაცმა თავის მაგიდასთან მიმიწვია, მეგონა როგორც ჟიურის წევრი ისე მიწვევდა, მაგრამ თურმე სხვა მიზანი ჰქონია. ჩინელმა მამაკაცმა მკერდზე ხელი წამავლო, მითხრა, მე შენში ფული მაქვს გადახდილი და ჩემი ქალი ხარო. მე წინააღმდეგობა გავუწიე. მერე ვერას დავურეკე ასე მოგვივიდა, საბოზაოდ ვარ, თუ კონკურსზე-თქო.

– როგორ დააღწიეთ თავი იმ მამაკაცებს?
– იმ კაცთან უსიამოვნო საუბრის შემდეგ, მენეჯერს ავუხსენით, რომ მოდელებად ჩავედით და არა ბოზებად. ამ ამბავმა ჩემზე მძიმედ იმოქმედა, სტრესის შედეგად ცუდად გავხდი, მაღალი სიცხეები მქონდა. ვითხოვდი ექიმს, რომელიც კონტრაქტით არის გათვალისწინებული, მაგრამ არავინ მომაქცია ყურადღება. ხატია მირეკავდა და მეუბნებოდა, თუ გაცივდი ეგ შენი პრობლემაა და არა ჩემიო. ამის შემდეგ ისევ მოგვატყუეს, ისევ კლუბში წაგვიყვანეს, სადაც ე.წ. ბოსები იყვნენ შეკრებილები. მოვიდა კლუბის მეპატრონე და მითხრა მე აქაურობის ბოსი ვარ, შენში ფული მაქვს გადახდილი და სასტუმროში უნდა წამოხვიდეო. წინააღმდეგობა გავუწიეთ და გამოგვყარა, არც ფული გვქონდა, მენეჯერიც არ იყო, ამ ხატიასაც გამორთული ჰქონდა ტელეფონი და საღამოს წამყვან ჩინელს ვთხოვეთ სასტუმრომდე მიყვანა. ყოველთვის ძალით მივყავდით კლუბში, ერთხელ მე და 16 წლის ელენე, რომელიც ჩემთან ერთად წამოვიდა ჩინეთში, მანქანაში ჩაგვსვეს და 12 საათი გვატარეს, აღმოჩნდა, რომ შიშინში გადაგვაპარეს. ისეთი ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, რომ მკერდი და საჯდომი სულ დალურჯებული მქონდა. რაღაც სქემით მუშაობენ, ჩაჰყავთ გოგონები ჩინეთში, აფორმებინებენ კონტრაქტს, ზოგს პასპორტს ართმევენ და ა.შ.
– შენც ჩამოგართვეს პასპორტი?
– ჩვენ ორჯერ გამოგვართვეს პასპორტი, მაგრამ საელჩო ჩავრიეთ და დაგვიბრუნეს პასპორტები.

– რამდენი ხანი იცხოვრეთ ამ პირობებში და ვინ გიხდიდათ იქ ცხოვრების ხარჯებს?
– ვერას დაქალი ხატია იხდიდა სასტუმროს ხარჯებს, 2 თვე ვიყავით ჩინეთში ამ პირობებში. ბოლოს გამოვიპარეთ. ოჯახის წევრებმა გამოგვიგზავნეს ფული, ტაქსის მძღოლს დავუხატეთ აეროპორტი და ისე მიგვიყვანა აეროპორტამდე, აეროპორტში კი პოლიცია დაგვხვდა. ის გვიცავდა. ჩვენთან ერთად კიდევ ერთი გოგო იყო, რომელიც კონტრაქტით იყო წასული სამუშაოდ. მასაც უთხრეს ჩვეულებრივად, მოდელი იქნებიო და ეგ მოდელობა არაა – ტრეფიკინგია.

– როგორ მოახერხეთ თავის დაღწევა?
– ჩვენი ოჯახის წევრებმა შეგვიგროვეს ფული, გამოგვიგზავნეს, ფანჯრიდან გადმოვყარეთ ბარგი, აეროპორტში კი პოლიცია დაგვხვდა. რომელმაც გვითხრა, სანამ არ გაფრინდება თქვენი თვითმფრინავი, გვერდიდან არ მომშორდეთ, რადგან ცუდი კაცი გეძებენო. ვინ იყო ის კაცი, არ ვიცი.

– სექს-მუშაკებად მუშაობენ ქართველი გოგონები ჩინეთში?
– ხო, ბევრი ქართველი გოგოა იქ დასაქმებული. მათ რომ ჰკითხო, ეს არის სამუშაო და ცუდს არაფერს აკეთებენ. ტელეფონითაც მქონდა გადაღებული რაღაცები. მე რომ არ მქონდეს ნანახი, როგორ აჰყავთ ქართველ გოგონებს მამაკაცები სასტუმროს ნომრებში, არ ვიტყოდი არაფერს.

– კრისტი, ახლა უკვე საქართველოში ხართ, დღეს რას საქმიანობთ?
– ამჟამად ვაგრძელებ სააგენტო “ირაკლეონში” მოდელობას.

Ambebi.ge სამოდელო სააგენტო “ტოპ მოდელსის” ხელმძღვანელს, ვერა დიონოვას დაუკავშირდა.
– იცნობთ თუ არა მოდელ კრისტი კილაძეს? ის ამბობს, რომ იყო თქვენი სააგენტოს მოდელი, რომელიც სამუშაოდ გაუშვით ჩინეთში და გახდა ტრეფიკინგის მსხვერპლი…
– სამწუხაროდ, ვერ დავადასტურებ, რადგან იმ პერიოდში საქართველოში არ ვიყავი.

– თქვენმა სააგენტომ გაუშვა?
– თუ რამე გაინტერესებთ, კრისტის ჰკითხეთ.

– ის ამბობს, რომ თქვენ გაუშვით ჩინეთში სამუშაოდ, ვესაუბრეთ უკვე…
– თუ ამბობს – ამბობს; რა ვუყო? ვერ დავაკომენტარებ ამას.

წყარო: www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები