23 წლის ავსტრალიელი თავისი მკერდით მთელ ქვეყანას აცინებს

23 წლის სარა მარი სიმერი წარმოშობით სიდნეიდანაა, იგი თანამოქალაქეებისგან გრანდიოზული ზომის მკერდითაა გამორჩეული. გოგონას სამი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული და მზადაა კიდევ ერთხელ დაწვეს საოპერაციო მაგიდაზე.
ეს გადაწყვეტილება ავსტრალიელმა მას შემდეგ მიიღო, რაც მისი გაზრდილი მკერდის მიმართ ინტერესი ძალიან გაიზარდა. მას კუდში დასდევენ პაპარაცები, იწვევენ ფოტოსესიებში და თაყვანისმცემლები სოციალურ ქსელში მის ფოტოებს აქვეყნებენ.
“მინდა სულელივით გამოვიყურებოდე და უზარმაზარი მკერდი მქონდეს. მომწონს, როდესაც ხალხს ჩემს დანახვაზე ეცინება… მე მათ ბედნიერებას და სიხარულს ვანიჭებ”, – ამბობს გოგონა.
პირველი ოპერაცია სამერს 13 000 დოლარი დაუჯდა და მაშინ ჯერ კიდევ 17 წლის იყო. იგი ისე მოიხიბლა შედეგით, რომ გადაწყვიტა მეორე ოპერაციაც გაეკეთებინა. რაც შეეხება მესამ ედ დანის ქვეშ დაწოლას, გოგონა ამბობს, რომ ძალიან გაუჭირდა ისეთი ქირურგის მოძებნა, რომელიც მის ახირებას დათანხმდებოდა.
mkerdosani1

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები