20 ფილმი, რომელიც მანდილოსნებმა აუცილებლად უნდა ნახონ

9125510-R3L8T8D-650-kinopoisk

ცხოვრება ვარდისფერ ფერებში
ეს არის ბიოგრაფიული ფილმი, რომელიც ცნობილი მომღერლის ედიტ პიაფის ცხოვრების შესახებ გვიამბობს. პიაფის ცხოვრება ბრძოლის ველია, სადაც ის ყოველი მიღწეული წარმატებისთვის განსაკუთრებით იბრძოდა. ის იბრძოდა, კარიერისთვის, სიცოცხლისთვის, სიმღერისთვის. აუცილბლად უყურეთ ამ ფილმს, ის განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე.

ჯარისკაცი ჯეინი

9126310-R3L8T8D-650-3327_900
ჯარისკაცი ჯეინი არის ფილმი, რომელიც ჯარისკაცი ქალის შესახებ გიამბობთ. მან სამხედრო მომზადება უნდა გაიაროს ფლორიდაში. მომზადების გასავლელად აშშ-ს სპეცდანაყოფების საუკეთესო წარმომადგენლებს სწორად ამ ცენტრში გზავნიან. ფილმში ასახულია თუ როგორი ნებისყოფა შეიძლება ჰქონდეს ქალს, რომელიც გადარჩენითსვის იბრძვის.

მონალიზას ღიმილი

9126760-R3L8T8D-650-5gk
ფილმი, რომელიც ახალგაზრდა მასწავლებელი ქალის, ქეთრინ უოტსონის ისტორიას გვიამბობს, ნებისმიერი თქვენგანისთვის განსაკუთრებული იქნება. რეჟისორმა ფილმში რამდნეიმე საკითხი წამოწია. სკოლაში, სადაც ახალგაზრდა ქალი მუშაობს, მოსწავლეები მორალური პრინციპებისა და ინტელექტუალური თავისუფლებისაკენ სწრაფვას შორის არჩევანი უნდა გააკეთონ. თუ რა ღირებულებებს აირჩვენ სტუდენტები, ამას მხოლოდ ფილმის ნახვის შემდეგ შეიტყობთ.

გოგონა მილიონ დოლარად

9127210-R3L8T8D-650-c87aeb7a9624be1124ab197a3b9e5c19
გოგონა მილიონ დოლარად იმ ადამიანის შესახებ გიამბობთ, რომელიც წარმატებას მხოლოდ თავისი ნიჭის, გამბედაობისა და სითამამის შედეგად მიაღწევს. ფილმს საკმაოდ სევდიანი დასასრული აქვს, თუმცა ის თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ. თქვენ დარწმუნდებით, რომ ქალი შეიძლება ისეთივე ძლიერი იყოს, როგორც მამაკაცი, ამ ძალაში კი პირველ რიგში ნებისყოფა და მიზანდასახულობა იგულისხმება.

ეშმაკი ატარებს პრადას

9127610-R3L8T8D-650-devilwearsprada_32
ეშმაკი ატარებს პრადას – ფილმი, სადაც ჰოლივუდის ლეგენდა მერილ სტრიპი და ულამაზესი მსახიობი ენ ჰეთევეი თამაშობენ, მელომანებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფილმად იქცა. გოგონა,რომელიც ჟურნალისტად გახდომაზე ოცნებობს იგი მსოფლიოსი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჟურნალის რედაქტორის თანაშემწედ იწყებს მუშაობს. ერთი შეხედვით გოგონამ აიხდინა თავისი ოცნება, თუმცა მიზნის მიღწევამდე მას დიდი სირთულეების გადალახვა მოუხდა.

ცვლილებების გზა

9127760-R3L8T8D-650-0
ცვლილებების გზაში, ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი მთავარ როლს თამაშობენ. ფილმში მოქმედება 50-იან წლებში ხდება. ფილმი ახალგაზრდა ცოლ-ქმრის შესახებ გიამბობთ, რომლებსაც დიდი ოცნებები აქვთ, ისინი პატარა პროვინციული ქალაქიდან პარიზში გადადიან საცხოვრებლად და მათი თავგადასავალიც სწორედ აქ იწყება. ცხოვრება მათ საკმაოდ არასასიამოვნო სიურპრიზებს უმზადებს.

დედოფალი

9132760-R3L8T8D-650-HelenMirreniTheQueen
ფილმმა დედოფალი, ბრიტანეთში საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ბრიტანეთის პრინცესის დიანას გარდაცვალების შემდეგ დედოფალმა ელიზაბეტმა, სამგლოვიარო ცერემონიალზე დასწრება არ მოინდომა, თუმცა თუ ის მართლაც არ მივიდოდა ცერემონიალზე, ეს საქვეყნო სკანდალს გამოიწვევდა. დედოფლის დარწმუნებაში ბრიტანეტის ახლად არჩეულმა პრემიერმა დიდი როლი ითამაშა.

ერინ ბროკოვიჩი

9134310-R3L8T8D-650-medium_d95c8807342e028824560fb8166a6b53
ერინ ბროკოვიჩში, მთავარი როლის შესრულებისთვის ჯულია რობერტსმა ოსკარი მიიღო. ფილმი მარტოხელა ქალზე მოგვითხრობს,რომელსაც შვილების გამო კარიერის აწყობა არ შეუძლია, მას არც შესაბამისი განათლება უწყობს ხელს მიზნების განსახორციელებლად. თუმცა, თავდაუზოგავი შრომისა და იღბლის წყალობით ის მაინც დიდ წარმატებას მიაღწევს. ფილმი დიდ შთბეჭდილებებს მოახდენს თქვენზე. არ გაუშვათ შანსი და აუცილებლად უყურეთ მას.

ფრიდა

9134410-R3L8T8D-650-6767
ფილმი ფრიდა, ცნობილი მექსიკელი მხატვრის ფრიდა კალოს ცხოვრების შესახებ გიამბობთ. ბავშვობაში გადატანილი ტრამვის გამო გოგონა კოჭლი იყო და ერთი ფეხი მეორეზე გრძელი ჰქონდა. ის რამდენიმე გრძელწინდას ერთად იცვამდა. თანატოლები დასცინოდნენ, ამის მიუხედავად, გოგონა კრივში ვარჯიშობდა, ცურავდა და ფეხბურთსაც თამაშობდა.დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარია. ფილმი, რომელიც მის ცხოვრებას ასახავს, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე.

ჭამე, ილოცე,შეიყვარე

9135060-R3L8T8D-650-7594210-R3L8T8D-650-35fcd74c52e7bb44ae216cd13c8c69a4
ფილმში ჭამე, ილოცე, შეიყვარე მთავარ როლს ცნობილი მსახიობი ჯულია რობერტსი ასრულებს. ერთ მშვენიერ დღეს, ის მიხვდება, რომ არ ცხოვრობს ისეთი ცხოვრებით, რომელზეც ოცნებობდა. განქორწინების შემდეგ ის გადაწყვეტს, სამოგზაუროდ წავიდეს, და საკუთარი თავი სწორედ იქ იპოვოს.

ოქროს ხანა

9135260-R3L8T8D-650-593534
ფილმი, რომელიც ელიზაბედ 1-ის მმართველობის შესახებ გვიამობობს, დოკუმენტურ რეალობაზეა დაფუძნებული. ოქროს ხანა, გიამბობთ ქალის შესახებ, რომელიც სიძლიერით არც ერთ მეფეს არ ჩამოუვარდებოდა. იმ დროინდელი ბრიტანეთის აღზევება სწორედ მისი დამსახურებაა. მთავარ როლს ფილმში ქეით ბლანშეტი ასრულებს.

იქ სადაც გულია

9139960-R3L8T8D-650-44870_original
ფილმი სიყვარულზე და სირთულეებზე მოგვითხრობს. ახალგაზრდა გოგონა ნოვალ ნეიშნი 8 თვის ორსულია და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ჟანა დარკი

9140560-R3L8T8D-650-1340016643_levtor_org
ჟანა დარკი დოკუმენტური ფილმია. ის ახალგაზრდა გოგონას ისტორიას მოგითხობთ, რომელმაც ბავშვობიდან იცოდა, რომ მისი უმთავრესი დანიშნულება საფრანგეთის ხსნა იყო. ჟანა დარკი მოგვიანებით წმინდანად შერაცხეს,სიცოცხლე მან მართლაც მოწამეობრივად დაასრულა. ჯადოქრობის ბრალდებით ის კოცონზე დაწვეს.

თავი ღრუბლებში

9141210-R3L8T8D-650-golova_v_oblakakh_screenshot_8
თავი ღრულებლებში ადამიანების შესახებ გიამბობთ, მათ სურვილებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გიჟურადაც შეიძლება მოგეჩვენოთ. ფილმი დიდ სიყვარულზეა, თუმცა მოულოდნელად მსოფლიოში ომი იწყება. ჯილდას მეგობრები ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას უერთდებიან, ამის გამო მათი გზები სამუდამოდ იყრება…

ელეგია

9142660-R3L8T8D-650-09
ელეგია ხანში შესული ლექტორისა და ახალგზარდა კუბელი გოგონას ურთიერთობის შესახებ მოგითხრობთ. ფილმი დიდ შთაბეჭდილებებს მოახდენს თქვენზე. ის ისეთ ღირებულებებზე მოგითხრობთ, როგორიც არის ურთიერთგაგება და პატივისცემა.

ამელი

9143160-R3L8T8D-650-165
მელომანებს ეს ფილმი დიდ სიამოვნებას მიანიჭებს. ის ძალიან პოზიტიური, ფერადი, საყვარელი და კეთილი ფილმია. ძნელია მაყურებელი არ მოიხიბლოს ამელის პოზიტივით. უალამაზესი კადრები და არაჩვეულებრივი სცენარი აუცილებლად დადებით განწყობას შეგიქმნით.

7 დღე დღე და ღამე მერლინთან ერთად

9143710-R3L8T8D-650-1399403009_1345038597_my-week-with-marilyn1-600x300
ფილმი 7 დღე და ღამე მერლინთან, ცნობილი მომღერლისა და მოდელის მერლინ მონროს ცხოვრების შესახებ გვიამბობს. ახალი ფილმის გადასაღებად ის ინგლისში მიემგზავრება. ყველას მოაჯადოვებს, მათ შორის რეჟისორის ახალგზარდა ასისტენტ კოლინსაც. აუცილებლად უყურეთ ფილმს და ნახეთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

რკინის ლედი

9143810-R3L8T8D-650-8877676
რკინის ლედი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის ცხოვრების შესახებ გიამბობთ. მთავარ როლს ჰოლივუდის ლეგენდა მერილ სტრიპი ასრულებს. ფილმში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პირადი ცხოვრების გარდა მოთხრობილია, თუ როგორ ცდილობდა მარგარეტ ტეტჩერი საკუთარი კარიერის გადარჩენას და რა სევდიანად დასრულდა მისი ცხოვრება.

ევიტა

9144010-R3L8T8D-650-Evita1
ფილმი მუსიკალური პიესის “ევიტას” საფუძველზეა დადგმული. ტომ რაისის სიტყვები და ენდრიუ ლოიდ უებერის მუსიკა, რომელიც ბროდვეიზე რობერტ სტიგვუდმა დევიდ ლენდთან ერთად დადგა მაყურებელს გულგრილს არ დატოვებს. აუცილებლად უყურეთ ამ ფილმს.

ჯია

9144110-R3L8T8D-650-screen1
ჯია, მელომანების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფილმია. ის დოკუმენტურ მოვლენებზეა დაფუძნებული და მსოფლიოს ცნობილი სუპერ–მოდელის ჯია მარი კარანჯის ცხოვრების შესახებ გვიამბობს. 70–ნი წლების ბოლოს ამ ქალს მსოფლიო პოდიუმის დედოფალს უწოდებდნენ. მანამდე კი ის ჩვეულებრივი გოგონა იყო, რომელიც ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა კაფეში ქალაქის გარეუბანში. ჯია ცნობილი მოდელი ხდება, თუმცა კარიერის ზენიტში ის შიდსით გარდაიცვლება.

კოკო შანელამდე
9144210-R3L8T8D-650-2295_5
განუმეორებელი ოდრი ტატუ განუმეორებელი კოკო შანელის როლში მაყურებელს გულგრილს არ დატოვებს. ფილმი, რომელიც კოკო შანელის ცხოვრების იმ პერიოდს ასახავს, როდესაც იგი ჯერ კიდევ რიგითი ადამიანი იყო და მოდის სამყაროსთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. კოკო შანელს თავდაპირველად გაბრიელა შანელი ერქვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები