2 წლის დემეტრეს გადასარჩენად ნებისმიერი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება – მშობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ

2 წლის დემეტრე ბეჟუაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას მიელოიდური ლეიკემია დაუდგინდა. პატარა დემეტრეს ოჯახი გერმანიაში მკურნალობის გასაგრძელებლად ავიამიმოსვლის აღდგენამდე წასვლას ვერ ახერხებს. ადგილზე არსებული სისხლის მარაგი კი ამოიწურა. მას ნებისმიერი სისხლის ჯგუფი ესაჭიროება. მსურველებს სისხლის ჩაბარება იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკში შეუძლიათ, ჩაბარებისას კი დემეტრე ბეჟუაშვილის სახელი და გვარი უნდა მიუთითონ. 2 წლის ბავშვის მშობლები დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები