19 წლის გოგონა ცოლად გარდაცვლილ შეყვარებულს გაჰყვა (ვიდეო)

ფილიპინებზე, ერთ-ერთ პროვინციაში, უჩვეულო საქორწინო ცერემონია გაიმართა. 19 წლის ზარინი შეყვარებულზე დაქორწინდა, რომელიც იმ დროისთვის უკვე დაღუპული იყო. გოგონამ თავის თავში იპოვა ძალა, მისულიყო შეყვარებულის დაკრძალვის ცერემონიალზე.
ჯეიკ ენტონი მაკადანგდანდას გოგონა რამდენიმე წელი ხვდებოდა. შეყვარებულები ერთობლივ, ბედნიერ მომავალზე ოცნებობდნენ, მაგრამ მათ ოცნებებს ასრულება არ ეწერა.
რადგან გოგონას ძალიან უნდოდა ჯეიკს ცოლი ყოფილიყო, გადაწყვიტა მასზე პირდაპირ დაკრძალვის ცერემონიალის დროს ექორწინა. ის დაკრძალვაზე საქორწინო კაბაში გამოწყობილი მივიდა, ერთგულების ფიცის სიტყვები წარმოთქვა, თითზე საქორწინო ბეჭედი გაიკეთა, ხოლო მეორე ბეჭედი ჯეიკს ხელში ჩაუდო.
აღსანიშნავია, რომ ფილიპინებზე ქორწინება შემდგრად არ ითვლება, თუ კი ერთი მხარე თანხმობას არ განაცხადებს, თუმცა დაღუპული ბიჭის ოჯახს ძალიან უყვარს ზარინი, ამიტომ ნება მისცეს, რომ ასეთი ცერემონიალი ჩატარებულიყო.
ზარინის რჩეული გასულ თვეში მოკლეს. ბიზნესმენი აარონ რეიესი თავისი მანქანით ჯეიკს და მის მეგობრებს დაეჯახა, რომლებიც იმ დროს მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ. ახალგაზრდა, მიღებული ტრავმებისგან, ადგილზე გარდაიცვალა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები