17 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციის შემდეგ ისევ კომაშია – დედა ემოციურ ვიდეომიმართვას ავრცელებს (ვიდეო)

17 წლის ხატია თვაური, რომელიც ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ კომაშია, სამკურნალოდ საფრანგეთში წაყვანას საჭიროებს.
“ხატიას გადასაფრენად სპეცთვითმფრინავია საჭირო, რომელიც საქართველოში არ არსებობს და თურქეთიდან უნდა გამოვითხოვოთ. ეს 29 ათასი ევრო ჯდება. თავად საფრანგეთიდან რომ ჩამოვიდეს, ბევრად ძვირია – 250 ათასი ევრო. ამას მკურნალობის ხარჯებიც ემატება,” – განაცხადა გოგონას დედამ თეო სიდამონიძემ.
ცოტა ხნის წინ ფეისბუქ გვერდზე “ფონდი სიკეთის კვალი” ხატიას დედის, თეო სიდამონიძის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელიც საავადმყოფოშია გადაღებული.

 [youtube]https://www.youtube.com/watch?v=eoqkp6qN7_s&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები