14 აუცილებლად ჩასანიშნი კულინარიული რჩევა

  • ყველაზე უბრალო კერძიც კი შეიძლება შედევრად აქციოთ ერთი მარტივი ინგრედიენტის დამატებით. გთავაზობთ 14 ფასდაუდებელ რჩევას და გირჩევთ, ნუ უგულებელყოფთ, თუკი გსურთ, რომ თქვენს კერძებს განსაკუთრებული, განუმეორებელი გემო ჰქონდეს.

    1. ხორცის ნებისმიერ სოუსს თუ დაუმატებთ 2 მწიკვ ხსნად ყავას, მას საოცარ პიკანტურ გემოსა და არომატს შესძენთ. უცნაურად ჟღერს, მაგრამ გემო – საოცარი აქვს.

    2. დაუმატეთ რძეს ადუღებისას ან შენახვამდე მწიკვი მარილი. ეს პროდუქტს შენახვის ვადას გაუხანგრძლივებს და მალე არ ამჟავდება!

    3. რეცეპტი კარტოფილის მოყვარულებისთვის! დაჭერით 2 ვაშლი, მოაპკურეთ ლიმონის წვენი და ჩაშუშეთ კარაქში. შემდეგ დაუმატეთ მზა კარტოფილის პიურე, რძე ან ნაღები. საოცარი კერძი გამოგივათ!

    4. იმისათვის, რომ გაარკვიოთ, ახალია თუ არა თევზი, მოათავსეთ ის ცივი წყლით სავსე ჭურჭელში. ძველი თევზი მაშინვე ამოტივტივდება! ასევე თევზი მარტივად გასუფთავდება, თუკი მას გასუფთავებამდე წაუსვამთ ძმარს და რამდენიმე წუთით გააჩერებთ.

    5. იმისათვის, რომ ლაბა (ხალადეცი) იდეალურად გამჭვირვალე გამოგივიდეთ, ხარშვის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე ჩაყარეთ ქვაბში 2-3 ცალი კვერცხის ნაჭუჭი.

    6. თუკი შამპანურში გაზი ქრება, ჩააგდეთ მასში რამდენიმე ცალი ქიშმიში! ასე სასმელს ისევ შუშხუნას გახდით და დამატებით არომატსაც შესძენთ.

    7. რძე არასოდეს მიგეწვებათ, თუკი რძის ჩასხმამდე და გაზზე დადგმამდე, ქვაბს ცივ წყალს მოავლებთ.

    8. ქიშმიში საოცრად რბილი და წვნიანი იქნება, თუკი გამოყენებამდე მას თბილი ლიმონის წვენში ჩაალბობთ.

    9. ჩაშუშული ხორცი სწრაფად მომზადდება და რბილი იქნება, თუკი მომზადების დროს მას 1-2 სუფრის კოვზ ძმარს დაუმატებთ.

    10. სახლში მომზადებული სასარგებლო მაიონეზის რეცეპტი: არაჟანში დაუმატეთ გახეხილი მოხარშული კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი მდოგვი.

    11. ბრინჯი საოცრად გემრიელი გამოვა, თუკი ხარშვისას მასში გრეიპფრუტის წვენს ჩაუმატებთ (ერთ ჭიქა ბრინჯზე – ნახევარი გრეიპფრუტის წვენი)

    12. საკვების შესაფუთი ცელოფანი შეინახეთ მაცივარში! ცივი ცელოფანი ადვილად არ დაიხევა და ხელებზეც არ მიგეკრობათ, ერთი სიტყვით, მისი მოხმარება ბევრად მოსახერხებელი იქნება.

    13. სცადეთ და დაუმატეთ ომლეტში რძის ნაცვლად გაზიანი ან ჩვეულებრივი წყალი დაუმატეთ. კერძი ბევრად ფუმფულა გამოგივათ!

    14. ცხობის საიდუმლო დაუვიწყარი არომატით! გამოსაცხობად მომზადებულ შაქარში დაუმატეთ სანელებლები: კარდამონი, დარიჩინი, ლიმონის გახეხილი ცედრა, ხმელი პიტნა, მიხაკი… შაქრის ასეთი არომატი ნებისმიერ ნამცხვარს საოცარ, განუმეორებელ გემოს მიანიჭებს.

    წყარო: gemrielia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები