130 კილოგრამიანი ქალი შეყვარებულს თავზე დააჯდა და გაგუდა

ამერიკაში, შტატ პენსილვანიის მკვიდრი 44 წლის ვენდი ტომასი, რომელიც 130 კილოგრამს იწონის, შეყვარებულთან ჩხუბის შემდეგ მას თავზე დააჯდა და გაგუდა. მისი შეყვარებული კინო ბატლერის წონა 55 კილოგრამი იყო.
მკვლელობა ეჭვმიტანილის სახლში დიდი ჩხუბის შემდეგ მოხდა. ვენდი თავის ტოლ 44 წლის მამაკაცს თავიდან ხელებს ურტყამდა, შემდეგ კი მაგიდის ფეხით დაუწყო ცემა.
თავდაპირველად მან პოლიციას განუცხადა, რომ კინოს თავი დივანზე დაადებინა და ზედ დააჯდა, შემდეგ კი ის ამ ჩვენებას უარყოფდა.
მომხდარი ინციდენტის საღამოს წყვილი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, ქალმა ნარკოტიკის შეკვეთა გადაწყვიტა, რა დროსაც შეყვარებულებს შორის ჩხუბი მოხდა.
ვენდის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ვენდი შემთხვევით დაეცა კინოს. ქალი პოლიციასთან მოლაპარაკებაზე წავიდა და დანაშაული აღიარა.

კომენტარები

სხვა სიახლეები