12 წლის არასრულწლოვანზე ბიძა 2 წელი ძალადობდა

ბიძა 12 წლის მოზარდზე 2 წელი ძალადობდა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო “აქცენტი” ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, მოზარდი დაშინებული იყო და აღნიშნულის შესახებ მხოლოდ ორი წლის შემდეგ გაამხილა.

როგორც სააგენტო ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, მოძალადის ბიძა პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააკავა.

აღნიშნული ფაქტი “აქცენტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

“საქმეზე გამოძიება 137-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს”, – განაცხადეს სამინისტროში.

კომენტარები

სხვა სიახლეები