10 ყველაზე ცნობილი განძი, რომლებიც დღემდე ვერ იპოვეს – ფოტოკოლაჟი

დღეს, მემგონი ყველა თქვენგანის სურვილია მყისიერად გამდიდრდეს. ქვეყანაში აღნიშნული პრობლემების გამო სამსახურებიც ჭირს და ბუნებრივია, რომ ფულის შოვნა იოლი გზით უფრო სასურველია, რისთვისაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ენდობა იღბალს და ლატარიის თუ სხვა რაიმე “აქციის” მონაწილე ხდება, იქნებ გაუღიმოთ ფორტუნამ და “გამოკრან ხელი რაიმე გარკვეულ სოლიდურ თანხას”. ყველაზე რომანტიულ გზად კი მაინც საგანძურის ძიება მიაჩნიათ, რომელთაგან უმეტესი ლეგენდაა, უმეტესი კი ისტორიულ ფაქტებს დაყრდნობილი, თუმცა დღემდე ვერ მოხერხდა მათი აღმოჩენა. Editorial Ofigenno-მ კი შექმნა იმ აღმოუჩენელი განძების კრებული, რომელთა ძიებაში კვლავ არიან, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.

1. John Lackland-ის განძი.

2015060900393036558

John Lackland-ი ინგლისის ყველაზე ცუდ მეფეთაა აღიარებული ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა ქვეყნის მართვა, სამაგიეროდ კარგად ეხერხებოდა მონასტრებისა და ეკლესიების გაძარცვა. ამის გამო დაიწყეს მისი დევნა ქვეყნიდან. მეფე იძულებული იყო მთელი განძით დაეტვირთა ცხენები და თავისთვის გაქცევით ეშველა, თუმცა აქაც არ გაუმართლა მას, ჭაობის გადაკვეთისას მეფე ცხენებიანად წყლის სიღრმემ შთანთქა. მართალია გარკვეული პერიოდის შემდეგ დაშრა ჭაობი, თუმცა განძის კვალს დღემდე ვერაფრით მიაგნეს ირგვლივ.

2. მეფე Сигизмунд III-ის განძი.

2015060900473536558

ლეგენდის თანახმად, დევნილმა პოლონელებმა, რომლებიც “მინინისა” და “პოჟარსკის” (გვარები) მეთაურობით გადაადგილდებოდნენ, მეფე სიგიზმუნდ III-ის ბრძანებით ოქროს ნადავლი სმოლენსკის გზაზე ჩამარხეს. ისტორიკოსებმა ვერ დაადგინეს ზუსტი კოორდინატები, თუმცა ვარაუდობენ მოსკოვის რეგიონს, კერძოდ მოჟაისკის ტერიტორიას. დღემდე კი განძს ვერ მიაგნეს.

3. Лёньк Пантелеев-ის განძი.

2015060900582636558

XX-ე საუკუნის პირველი\მეოთხედის პერიოდის, სანკტ-პეტერბურგის ცნობილმა ქურდმა Лёньк Пантелеев-მა, ძარცვით მოაგროვა რა აურაცხელი ნადავლი, შეეცადა საზღვრის გადაკვეთას, თუმცა საგამოძიები ჯგუფმა კარგი სამუშაოს შედეგად იგი დააკავა და ადგილზე მოკლა გაქცევის მცდელობის დროს. რაც შეეხება განძს, ვერ აღმოუჩინეს და დღემდე ვერსად მიაგნეს კვალს თუ სად დამალა იგი Пантелеев-მა. არის ეჭვი, რომ სადმე მიწის ქვეშ ექნებოდა ჩაფლული, თუმცა სანკტ-პეტერბურგის თითქმის ყველა საეჭვო, მიწის ქვეშ არსებული ადგილები გადათხარეს და განძის კვალს ვერსად მიაგნეს.

4. Емельян Пугачев-ის განძი.

2015060901063536558

Емельян Пугачев-ი იყო გლეხთა ლიდერი, რომელმაც თავისი თანამდებობის პერიოდში დიდძალი განძი მოიხვეჭა, ხოლო როდესაც სიკვდილით დასაჯეს, განძის კვალს ვერსად მიაგნეს. ისტორიული წყაროებით ცნობილია, რომ სადღაც ვოლგოგრადის ტერიტორიაზე დამარხა, დღემდე კი მის კვალს ვერავინ მიაგნო.

5. Batu-ს განძი.

2015060901111636558
ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი ნამდვილი ამბავია, რომლის თანახმად ვინმე ხანი ბათუს წლის ხარკიდან შეგროვილი ფულით დაკვეთა გაუკეთებია ნამდვილი ცხენის ანალოგი- ორი ოქროს ცხენი, რომლებიც ბათუს თავისი ქალაქის შესასვლელში დაუდგამს. თუმცა კულიკოვის ბრძოლის დროს ცხენები გაქრა, განძს კი დღემდე ვერავინ მიაგნო. არსებობს მხოლოდ ერთი მოსაზრება, რომ ისინი შეძლება ვოლგოგრადის რეგიონის, ლენინის რაიონში იყოს სადღაც.

6. Смоленск-ის ბანკის განძი.

2015060901181536558
მეორე მსოფლიო ომის დროს, სმოლენსკიდან ყველანაირი განძისა თუ ფულის ევაკუაცია მოხდა ადგილობრივი ბანკის სარდაფში. ევაკუაციის მომენტში, მხოლოდ ერთ, განძით დატვირთულ სატვირთოს ვერ მიუღწევია დანიშნულების ადგილამდე დაბომბვის გამო, ამიტომ ჯარისკაცებს, რომლებიც ამ განძს იცავდნენ, მოუხდათ მათი გადამალვა და სადღაც, სოფელ ოტმოსნოვის ტერიტორიაზე ჩამარხვა. ცხელი წერტილიდან ცოცხლებს ვერ გამოუღწევიათ, ამიტომ იმ განძის ზუსტი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობად დარჩა და ჯერაც ვერავინ მიაგნო.

7. ლიმას საგანძური.

2015060901241636558

1820 წელს ქალაქ ლიმას მოსახლეობა აუჯანყდა ესპანეთს. ესპანელებმა ქალაქში არსებული ყველა სიმდიდრე დატვირთეს გემზე და გაამგზავრეს კაპიტან ტომასთან ერთად. ტომასმა მთელი გემის ეკიპაჟი ამოხოცა, განძი კი კუნძულ Cocos-ზე დამალა, რაშიც მხოლოდ სიკვდილის წინ გამოტყდა. ისტორია ნამდვილია, თუმცა განძს დღემდე ვერავინ მიაგნო.

8. Montezuma-ს სიმდიდრე.

2015060901324036558

Montezuma იყო აცტეკების მმართველი, როდესაც თავს დაესხა კორტესი. ევროპელებმა გაიტაცეს ლიდერი და გამოსასყიდათ ითხოვდნენ ოქროს სრულ საცავს. აცტეკებმა ვერ შეასრულეს კორტესის მოთხოვნა დათქმულ დროში, ამიტომ კორტესმა მათ ლიდერს თავი მოჰკვეთა. ამის შემდეგ კი დაბრუნდა Montezuma-ს სამფლობელოში, თუმცა ოქრო მის სამარხში აღარ დახვდა. ადგილობრივმა მცხოვრებმა ის გადამალეს უახლოეს ქალაქში, თუმცა ვერც ეს ოქრო ვერ იპოვეს დღემდე.

9. William Kidd-ის განძი.

2015060901404736558
XVII-ე საუკუნეში William Kidd-ი იყო ცნობილი მეკობრე, რომელიც ძარცვავდა გემებს და ოქრო-ვერცხლს მალავდა სხვადასხვა კუნძულზე. ერთ დღესაც იგი ჩამოახრჩვეს, თუმცა ვერც მის გემზე და ვერც თვით უილიამის მიერ შედგენილი პირადი რუკის მეშვეობით ვერ მიაგნეს განძის ადგილსამყოფელს.

10. Наполеон-ის სიმდიდრე.

2015060901450036558

კუტუზოვის არმიისგან გაქცეული ნაპოლეონის ჯარისკაცებმა არაერთი განძი ჩაფლეს რუსეთის მიწაზე, თუმცა ზუსტი ადგილსამყოფელი ძვირფასეულობისა, დღემდე ვერავინ გამოიცნო, თუმცა უშედეგო მცდელობას უამრავჯერ ჰქონდა ადგილი.

წყარო:  http://intermedia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები