ჰოლივუდში ოსკარის ნომინანტებისთვის ხმის მიცემა დაიწყო



  ამერიკის კინოაკადემიის წევრებმა პრემია „ოსკარის“ ნომინანტებისთვის ხმის მიცემა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას „The Los Angeles Times”-ი ავრცელებს. აკადემიის წევრებს შორის, ბევრი ცნობილი სახეა – ელტონ ჯონი, კვენტინ ტარანტინო, უილ სმიტი, კირა ნაიტლი და სხვ.
ხმის მიცემის პროცედურას ტრადიციულად, ბოლო 80 წლის მანძილზე კომპანია „PricewaterhouseCoopers“–ი ახორციელებს. „ოსკარის“ ძირითადი პრეტენდენტები ცნობილი 2015 წლის 15 იანვარს გახდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები