ჰგავს თუ არა ლაურა რეხვიაშვილი “ეგონას” და როგორია მისი ნამდვილი ოჯახი

მსახიობ ლაურა რეხვიაშვილს აქამდე მთელი საქართველო იცნობდა ფილმიდან “სიყვარული ყველას უნდა” და მის დანახვაზე სულ სხვა პერსონაჟი გვახსენდებოდა. მას მერე, რაც “ჩემი ცოლის დაქალებში” გამოჩნდა და კახელი ბაბულას შემდეგ არანაკლები ოსტატობით შექმნა მეგრელი ეგონას როლი, უკვე მის დანახვაზე ყველას ეგონა ახსენდება.
ქალბატონმა ლაურამ ეგონა საკმაოდ ავ სიდედრად და “მეშჩან” ადამიანად წარმოსახა, თუმცა თავად, რასაკვირველია, ამ გმირისგან მკვეთრად განსხვავებული პიროვნებაა – მხიარული, ალალი და ძალიან ნიჭიერი.
სინამდვილეში მისი მეუღლე რეჟისორი დავით ნაცვლიშვილია. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს – მათე. ინტერვიუებში ქალბატონი ლაურა ამბობს, რომ არანაირად არ იქნება ავი დედამთილი: “ეგონას ნამდვილად არ ვგავარ. ჩემს შვილს შეყვარებული ჰყავს, რაც ძალიან მიხარია და იმ გოგონაზე ვგიჟდები, სასწაულად მიყვარს და მათ დაოჯახებას მოუთმენლად ველოდები”.

წყარო:http://www.mshoblebi.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები