ჰამბურგერი

ინგრედიენტები: ფუნთუშა – 5-6 ცალი, ფარში – 300 გრ, პამიდორი – 2 ცალი, კიტრის მწნილი – 4 ცალი, მდნარი ყველის ფირფიტები, კეტჩუპი, სალათის ფურცელი, ხახვი – 150 გრ, ძმარი – 10 ს/კ, წყალი – 15 ს/კ, შაქარი – 3 ს/კ, მარილი, წიწაკა, ზეთი.

ხახვისთვის მარინადი მოვამზადოთ: თასში წყალი, ძმარი და შაქარი შევურიოთ და მრგვალად დაჭრილი ხახვი15 წუთით ჩავაწყოთ. ფარშს მარილი და წიწაკა მოვაყაროთ, კარგად ავურიოთ. შემდეგ ფორმა მივცეთ და ზეთში ორივე მხრიდან შევწვათ. პამიდორი მრგვალად დავჭრათ, კიტრი – სიგრძეზე. ფუნთუშა ორ ნაწილად გავყოთ და კეტჩუპი ორივე მხრიდან წავუსვათ, 1 ნაწილზე სალათის ფურცელი დავადოთ, შემდეგ კატლეტი, ყველი, პამიდორი, ხახვი, კიტრი და ბოლოს თავზე ფუნთუშის ზედა ნაწილი დავაფაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები